reportiori.ge - ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი პასუხისგებაში მისცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:51
სამართალი
ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი პასუხისგებაში მისცეს
ავტორი:
24 აგვისტო, 2013. 17:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მისაკუთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე , ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, შპს "არტესის" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP" დამფუძნებელი ზაზა კაპანაძე პასუხისგებაში მისცეს.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "არტესმა" სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" დაკვეთით ქ.თბილისში 2009 წლიდან 2012 წლის ბოლომდე საბიუჯეტო დაფინანსებით შეასრულა კალაუბნის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები. რა დროსაც შპს "არტესის" დამფუძნებელმა ზაზა კაპანაძემ, ამავე საწარმოს არაოფიციალურ დამფუძნებელ გია ნაცვლიშვილთან ერთად, ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" იმჟამინდელ ხელძღვანელ სერგო ქავთარაძის დახმარებით, საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ფიქტიურად გაზარდეს, რითაც ისინი თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილ 4 052 108 ლარს. 

 


"გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზების მიზნით, შპს "არტესიდან" გაიტანეს დივიდენდის სახით და კანონიერი სახის მისაცემად, შეიტანეს მათ მიერვე დაფუძნებულ შპს "AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP"-ში. აღნიშნული თანხები ხსენებული საწარმოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისის N2 სამშობიარო სახლის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის და ბათუმის სამშობიარო სახლის, პედიატრიის ინსტიტუტის ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, . ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის და . იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შესაძენად, რითაც მოახდინეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის მესამე ნაწილით და 180- მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016