გუშინ, სერენა უილიამსი 20 წლის ესპანელ გარბინ მუგურუზასთან „როლან გაროსის" მეორე რაუნდში დამარცხდა ( 2:6, 2:6 ), რის გამოც ამერიკელი ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა. უილიამსსა და მუგურუზას დაპირისპირება საათსა და 4 წუთს გაგრძელდა. რეიტინგში 35-ე საფეხურზე მყოფი ესპანელის პირად ანგარიშზე 5 ბრეიკი და 2 ეისია.
„არაფერმა არ გაამართლა. არ ვიცი ასე რატომ მოხდა. მეტოქე ძალიან ჭკვიანურად თამაშობდა, მე კი ადაპტირება ვერ მოვახერხე.
მიმდინარე სეზონში მეოთხე რაუნდს ვერ გავცდი. რამდენიმე სიტყვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სჯობს გავჩუმდე. გმადლობთ", - ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ 1998 წლიდან მოყოლებული, სერენა პირველად დამარცხდა დიდი სლემის შეჯიბრების მეორე ეტაპზე. ამასთანავე, დიდი სლემის მატჩებში ამერიკელს აქამდე 5 გეიმზე ნაკლები არასდროს მოუგია.