reportiori.ge - „იგუაინი „ნაპოლისა“ და არგენტინის ნაკრების იმედია“ - დიეგო მარადონა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 10:38
სპორტი
„იგუაინი „ნაპოლისა“ და არგენტინის ნაკრების იმედია“ - დიეგო მარადონა
29 მაისი, 2014. 14:37



„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ შეაქო თავისი თანამემამულე გონსალო იგუაინი, რომელიც წლის განმავლობაში კლუბის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

 

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი გასული წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ გადაბარგდა იტალიაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს წარმოადგენდა. გონსალომ პირველივე სეზონში 22 გოლის გატანა მოახერხა.

 

„ჯერ კიდევ 2010 წელს ვთქვი, რომ მას ბევრი მუშაობა სჭირდებოდა. მე ვხედავდი მის განვითარებას და იმას, რომ ჩემპიონი გახდებოდა.

 

როცა გონსალო ფორმაშია - შედეგს აღწევს. იგუაინმა არა მარტო სერია A, არამედ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც უნდა მოიგოს.

 

მაგრამ გონსალოს მარტოს არ შეუძლია ტიტულის მოპოვება. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაუშვა გარკვეული შეცდომები. ასე რომ, „ნაპოლის“ აქტიური სატრანსფერო კამპანიის წარმართვა ესაჭიროება“, - განაცხადა „ფეხბურთის ღმერთმა“.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016