23 წლის კელი კრიფკო, რომელსაც სკოლაში სიმსუქნის გამო დასცინოდნენ და რომელიც სასურველ ზომა ტანისამოსს მაღაზიებში ვერ პოულობდა, სილამაზის კონკურსის გამარჯვებულად იქცა.
კელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როდესაც განაცხადა, რომ წარსულში ზედმეტად ჭარბწონიანი იყო. რასაკვირველია, ვერავინ დაიჯერა, რომ რამდენიმე წლის წინ ის "კონტურებში ვერ ეტეოდა", სწორედ ამიტომ სტუდიაში საოჯახო ალბომის მოტანა მოუწია.
"მის სამხრეთ ტეხასი 2014" სკოლაში სწავლის პერიოდში 91 კილოზე მეტს იწონიდა. 14 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ფორმაში ჩამდგარიყო, რადგანაც ფიტნეს ტესტში კრახის გამო გაბრაზებულმა თანაგუნდელმა "მსუქანი გოგო" მთელი სკოლის თანდასწრებით უწოდა. როგორც კელი ამბობს, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ სოდიანი სასმელები წყლით ჩაანაცვლა. ნაკლებად მიირთმევდა შემწვარ საკვებს, ჰამბურგერს ყველის გარეშე ჭამდა და ბევრ ხილსა და ბოსტნეულს ეტანებოდა. წელიწადნახევარში 31 კილოგრამი დაიკლო, ხოლო საერთო ჯამში - 45 კილოგრამი.
როგორც ამბობს, წონაში დაკლება 80%-ით დიეტისა და 20%-ით ვარჯიშის წყალობით შეძლო. ამას ადასტურებს ჯასტინ მერფიც, ფიტნეს-ინსტრუქტორი, რომელიც კელის ავარჯიშებს. ამჯერად კელის მიზანია, სილამაზის კონკურს "მის ტეხასში" გაიმარჯვოს, რომელიც ივლისში ჩატარდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კილოგრამი დავიკელი, სხვა კონკურსანტებთან შედარებით მაინც პუტკუნა ვჩანვარ. ამ პრობლემასაც მოვაგვარებ. წონაში დაკლება ისე უნდა მოახერხოთ, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ. დღეში 6-ჯერ მცირე ულუფებით იკვებეთ. ყველა ჯერზე პროტეინებით მდიდარი საკვები მიიღეთ", - ამბობს კელი.
მომზადებულია CBS News-ის მიხედვით
წყარო: ambebi.ge