reportiori.ge - დიეტა, რომლითაც 31 კილოგრამს დაიკლებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:25
სხვადასხვა
დიეტა, რომლითაც 31 კილოგრამს დაიკლებთ
29 მაისი, 2014. 14:51



23 წლის კელი კრიფკო, რომელსაც სკოლაში სიმსუქნის გამო დასცინოდნენ და რომელიც სასურველ ზომა ტანისამოსს მაღაზიებში ვერ პოულობდა, სილამაზის კონკურსის გამარჯვებულად იქცა.


 

კელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როდესაც განაცხადა, რომ წარსულში ზედმეტად ჭარბწონიანი იყო. რასაკვირველია, ვერავინ დაიჯერა, რომ რამდენიმე წლის წინ ის "კონტურებში ვერ ეტეოდა", სწორედ ამიტომ სტუდიაში საოჯახო ალბომის მოტანა მოუწია.


 

"მის სამხრეთ ტეხასი 2014" სკოლაში სწავლის პერიოდში 91 კილოზე მეტს იწონიდა. 14 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ფორმაში ჩამდგარიყო, რადგანაც ფიტნეს ტესტში კრახის გამო გაბრაზებულმა თანაგუნდელმა "მსუქანი გოგო" მთელი სკოლის თანდასწრებით უწოდა. როგორც კელი ამბობს, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ სოდიანი სასმელები წყლით ჩაანაცვლა. ნაკლებად მიირთმევდა შემწვარ საკვებს, ჰამბურგერს ყველის გარეშე ჭამდა და ბევრ ხილსა და ბოსტნეულს ეტანებოდა. წელიწადნახევარში 31 კილოგრამი დაიკლო, ხოლო საერთო ჯამში - 45 კილოგრამი. 


 

როგორც ამბობს, წონაში დაკლება 80%-ით დიეტისა და 20%-ით ვარჯიშის წყალობით შეძლო. ამას ადასტურებს ჯასტინ მერფიც, ფიტნეს-ინსტრუქტორი, რომელიც კელის ავარჯიშებს. ამჯერად კელის მიზანია, სილამაზის კონკურს "მის ტეხასში" გაიმარჯვოს, რომელიც ივლისში ჩატარდება. 

 

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კილოგრამი დავიკელი, სხვა კონკურსანტებთან შედარებით მაინც პუტკუნა ვჩანვარ. ამ პრობლემასაც მოვაგვარებწონაში დაკლება ისე უნდა მოახერხოთ, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ. დღეში 6-ჯერ მცირე ულუფებით იკვებეთ. ყველა ჯერზე პროტეინებით მდიდარი საკვები მიიღეთ", - ამბობს კელი.


 

მომზადებულია CBS News-ის მიხედვით


 

 

წყარო: ambebi.ge

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016