reportiori.ge - შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:04
სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ავტორი:
25 აგვისტო, 2013. 12:15

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების და დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გიორგი მ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მაყუჩით, „მაკაროვი"-ს სისტემის 31ცალი და „ბრაუნინგი"-ს ტიპის 21 საბრძოლო ვაზნა, „ერ-გე-დე-5"-ის და „ეფ-1"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 5 მჩხვლეტავ-მჭრელი დასაკეცი დანა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016