reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა კარლოს დიდის სახელობის პრემიის დაჯილდოებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა კარლოს დიდის სახელობის პრემიის დაჯილდოებაზე
ავტორი:
29 მაისი, 2014. 16:46



აახენი
2014
წლის 29 მაისი

 



ძვირფასო ბატონო რომპეი,

ქვეყნის მეთაურებო და მთავრობის ხელმძღვანელებო,

კარლოს დიდის სახელობის პრემიის ლაურეატებო,

ბატონებო და ქალბატონებო,

ჩემთვის საპატიო და სასიხარულოა დღეს ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე ესოდენ განსაკუთრებული აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა.

თითქმის სამოცი წლის განმავლობაში კარლოს დიდის სახელობის პრემია გადაეცემა მათ, ვინც განსაკუთრებულ სამსახურს უწევს ევროპის ერთობის საქმეს. ეს პრემია, როგორც ის მისმა დამფუძნებელმა, დოქტორ კურტ პფაიფერმა დაახასიათა, მიზნად ისახავს ევროპის ხალხთა არაძალადობრივი, ნებაყოფლობითი ერთობის უზრუნველყოფას, რათა დაცული იყოს უზენაესი ამქვეყნიური ღირებულებები: თავისუფლება, ჰუმანურობა და მშვიდობა.
წელს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ განსაკუთრებულ პოლიტიკოსსა და მიზანმიმართულ ლიდერს, შერიგების თითქოსდა შეუძლებელი გზების მაძიებელს  და ევროპისა და ევროპული იდეის მგზნებარე პროპონენტს.
ძვირფასო ბატონო რომპეი, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე ჩემგან პირადად, გულწრფელად გილოცავთ 2014 წლის კარლოს დიდის სახელობის პრემიით დაჯილდოებას და მოგახსენებთ მადლობას არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისათვის ევროპულ გზაზე წინსვლაში, არამედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილისთვისაც ევროკავშირის კონსოლიდაციისა და შემდგომი განვითარების საქმეში

წელს ევროკავშირი აღნიშნავს აღმოსავლეთით გაფართოების მეათე წლისთავს. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის უდიდესი სარგებელი, რომლიც ამ ისტორიული მნიშვნელობის გაფართოებას მოაქვს როგორც ახალი წევრი სახელმწიფოებისათვის, მათი ეკონომიკისა და მოქალაქეებისათვის, ასევე "ძველი" წევრი ქვეყნებისათვისაც. გაფართოებამ მოიტანა გაზრდილი ერთიანი ბაზარი ახალი და მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებით. გაფართოებამ მოიტანა უფრო კონკურენტუნარიანი ევროპა და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, მან შეახსენა ევროპელებს, რომ ევროკავშირი არსით პოლიტიკური პროექტია, რომელიც გულისხმობს კონტინენტზე მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გავრცელებას.

ევროპა არის უნიკალური კონტინენტი, სადაც ადამიანს შეუძლია, სათუთად მოუფრთხილდეს თავის მემკვიდრეობას, რომელიც ასაზრდოებს მას და ამზადებს მომავლისათვის. სწორედ ეს არის ევროპის უზენაესი არსი. ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან საზიარო ისტორიისა და საერთო მომავლის მქონე ქვეყნები, სადაც ისინი თავისუფლებას მშვიდობაში ჰპოვებენ, რაც ზუსტად ასახავს ბატონი რომპეის მიერ გამოყენებულ სიტყვებს ევროპის დასახასიათებლად.

საქართველო იზიარებს თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული სივრცის ოცნებას, რომელშიც სუფევს მშვიდობა და კეთილდღეობა და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციას, ენასა და რელიგიას. როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელს, მე მჯერა, რომ საქართველოსაც შეუძლია წვლილის შეტანა ევროპული პროექტის წარმატების განმტკიცებაში!

კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვულოცავ ბატონ რომპეის და ვუსურვებ წარმატებას მის განსაკუთრებულ საქმიანობაში!


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016