reportiori.ge - „ქუჩის მუსიკის“ ფესტივალი 31 მაისს დაიწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:21
კულტურა
„ქუჩის მუსიკის“ ფესტივალი 31 მაისს დაიწყება
29 მაისი, 2014. 16:51



მუსიკის დღე რუსთაველის გამზირზე, 31 მაისს, 13:00 საათიდან დაიწყება და 8 ქვეყნის მუსიკოსები მსმენელთათვის სხვადასხვა ჟანრის მუსიკას დაუკრავენ.

 

ფესტივალი ახალგაზრდული ასოციაციადრონისორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება და 600-მდე მუსიკოსი, მათ შორის 90-მდე ქართული მუსიკალური ჯგუფი, 50-მდე სოლო შემსრულებლებელი და მუსიკალური ორკესტრები ჩაერთვებიან.

 

სპეციალურად ფესტივალისთვის ახალგაზრდა მუსიკოსები ლიტვიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ჩამოვლენ.

 

ხუთი სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსი ფესტივალში ევროკავშირის ახალაგზრდული პროგრამისახალგაზრდები მოქმედებაში“ (Youth in Action) ევროკომისიის დაფინანსებითა დადრონისორგანიზებით მონაწილეობს.

 

პროექტის მიზანი ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია, საერთო  ინტერესების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, განსხვავებული სუბკულტურების მიმართ ტოლერანტობის გაზრდა და საქართველოში ქუჩის მუსიკის კულტურის დანერგვაა.

 

ფესტივალის მხარდამჭერია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ასევე  კომპანიები - „ლიკანი“,  „ნატახტარიდაShell Lubricants Macro Distributor”, საინფორმაციო პარტნიორები კი გაზეთიპრაიმთაიმი“, ახალი ამბების სააგენტოები  -  „პირჭელი“, „ფრონტნიუსიდასმო’“ არიან.

 

 

საქართველო პირველად ფესტივალს 2012 წელს შეუერთდა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016