მუსიკის დღე რუსთაველის გამზირზე, 31 მაისს, 13:00 საათიდან დაიწყება და 8 ქვეყნის მუსიკოსები მსმენელთათვის სხვადასხვა ჟანრის მუსიკას დაუკრავენ.
ფესტივალი ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება და 600-მდე მუსიკოსი, მათ შორის 90-მდე ქართული მუსიკალური ჯგუფი, 50-მდე სოლო შემსრულებლებელი და მუსიკალური ორკესტრები ჩაერთვებიან.
სპეციალურად ფესტივალისთვის ახალგაზრდა მუსიკოსები ლიტვიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ჩამოვლენ.
ხუთი სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსი ფესტივალში ევროკავშირის ახალაგზრდული პროგრამის „ახალგაზრდები მოქმედებაში“ (Youth in Action) ევროკომისიის დაფინანსებითა და „დრონის“ ორგანიზებით მონაწილეობს.
პროექტის მიზანი ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, განსხვავებული სუბკულტურების მიმართ ტოლერანტობის გაზრდა და საქართველოში ქუჩის მუსიკის კულტურის დანერგვაა.
ფესტივალის მხარდამჭერია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ასევე კომპანიები - „ლიკანი“, „ნატახტარი“ და “Shell Lubricants Macro Distributor”, საინფორმაციო პარტნიორები კი გაზეთი „პრაიმთაიმი“, ახალი ამბების სააგენტოები - „პირჭელი“, „ფრონტნიუსი“ და „სმო’“ არიან.
საქართველო პირველად ფესტივალს 2012 წელს შეუერთდა.