reportiori.ge - ყველაზე მდიდარი ქართველები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:03
სხვადასხვა
ყველაზე მდიდარი ქართველები
ავტორი:
29 მაისი, 2014. 17:57



„რეპორტიორის“ ჟურნალისტები ამ მასალს ერთ-ერთი რუსული საიტის არქივში წააწყდნენ; ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება რა ქონება ჰქონდათ ქართველ ოლიგარქებს 2007 წელს და თავად განსაჯეთ დღეს რა კაპიტალის მფლობელები იქნებიან.

 

პატარკაციშვილი, ივანიშვილი, წერეთელი, მოსკოვის ვიცე-მერი ორჯონიკიძე, შევარდნაძის სიძე, პრემიერ-მინისტრი, ციხეებში გამომწყვდეულები, მომღერალი მელაძე და სხვები.

ალექსანდრე იაშვილი, თბილისი.

 

ვინ არის ყველაზე მდიდარი ქართველი? ამ საკითხმა დააინტერესა გაზეთი, GEORGIAN TIMES-ი და მილიონერთა რეიტინგი გამოაქვეყნა, უფრ ზუსტად, პირველი ასეული. გაღატაკებულ საქართველოში ასი ოლიგარქის მოძიება არც ისე იოლი გამოდგა და სიის შემდგენლებმა რეიტინგში შეიყვანეს რუსეთში, თურქეთში, უკრაინაში, აშშ-ში, ისრაელში, ავსტრიასა და ესპანეთში მცხოვრები თანამემამულეები.

 

პირველი ადგილი დაიკავა ბორის ბერეზოვსკის მეგობარმა და პარტნიორმა 51 წლის ბადრი პატარკაციშვილმა. მისი კაპიტალი გაზეთმა 12 მილიარდ დოლარად შეაფასა, თუმცა ზოგიერთ ექსპერტს ეს ციფრი გაბერილი ჰგონია. „ბადრის მილიარდების“ შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. არავინ იცის რეალურად რას ფლობს თბილისის მაუდ-კამვოლის ფაბრიკის ყოფილი მთავარი ინჟინერი.

 

სიაში მეორე ბიძინა (ბორის) ივანიშვილია. ქართველ ოლიგარქთაგან ყველაზე იდუმალებთ მოცულ პერსონა, ბოლო წლებში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა დასავლეთ საქართველოს სოფელ ჭორვილაში. მისი ქონება შეფასებულია 8 მილიარდად.

 

სიის ზედა ნაწილში, ბევრი, რუსეთში კარგად ცნობილი გვარია. მაგალითად, მოქანდაკე ზურაბ წერეთელი (2 მლიარდი დოლარი), აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე (1 მილიარდი), საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე (1 მილიარდი), მოსკოვის ვიცე-მერი იოსებ ორჯონიკიძე (1 მილიარდი).

 

შემდეგ მოდიან უკრაინაში მოღვაწე დავით ჟვანია და ედუარდ შევარდნაძის სიძე გია ჯოხთაბერიძე. სიაში ექს-პრეზიდენტის სხვა ნათესავებსაც შეხვდებით: ძმისშვილმა ნუგზარ შევარდნაძემ 50 მილიონს მოუყარა თავი, მძახალმა გურამ ახვლედიანმა – 20-ს.

 

ასეულში ფიგურირებენ რუსეთის ციხეებში გამომწყვდეული მიხეილ მირალაშვილი და თემურ ქარჩავა (500-500 მილიონი), მომღერალი ვალერი მელაძე (200  მილიონი) და იტალიური „მილანის“ ფეხბურთელი კახა კალაძე (40 მილიონი).:

 

ცალკე უნდა გამოვყოთ „ვარდების რევოლუციის“ „ბარტყები“. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ქონება 75 მილიონი დოლარია, თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 250 მილიონის ქონებას ფლობს, ხოლო პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის ხელთ 600 მილიონი დოლარია. გთავაზობთ ქართველი მილიონერების ასეულის არასრულ სიას:

 

 

პიროვნება (ქვეყანა)

თანხა დოლარებში

1. ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი (საქართველო)

12.000.000.000

2. ბიძინა (ბორის) ივანიშვილი (საქართველო)

 8.000.000.000

3. თურღაი ჯინერი (თურქეთი)

 7.000.000.000

4. ტარიელ ვასაძე (უკრაინა)

 5.000.000.000

5. ნიჰატ გოგეით /გოგიტიძე/ (თურქეთი)

 4.000.000.000

6. ისმათ აჯარი (თურქეთი)

 3.000.000.000

7. თემურ სეფიაშვილი (ამერიკა)

 3.000.000.000

8. დავით იაკობაშვილი (რუსეთი)

 3.000.000.000

9. თენგიზ არშბა (რუსეთი)

 2.500.000.000

10. ზურაბ წერეთელი (საქართველო)

 2.000.000.000

11. დავით ჟვანია (უკრაინა)

 1.000.000.000

12. ასლან აბაშიძე (რუსეთი)

 1.000.000.000

13. გიორგი ჯოხთაბერიძე (საქართველი)

 1.000.000.000

14. ანზორ კიკალიშვილი (საქართველო)

 1.000.000.000

15. კახა ბენდუქიძე (საქართველო)

 1.000.000.000

16. სოსო ორჯონიკიძე (რუსეთი)

 1.000.000.000

17. ვასილ ბაღდავაძე (რუსეთი)

 1.000.000.000

18. თამაზ სომხიშვილი (რუსეთი)

 700.000.000

19. აბრამ ნაპიკაშვილი (ისრაელი)

 700.000.000

20. დავით ბეჟუაშვილი (საქართველო)

 600.000.000

21. ვიქტორ /ვიკა/ გელოვანი (რუსეთი)

 500.000.000

22. შოთა ბოთერაშვილი (რუსეთი)

 500.000.000

23. ბუტა ელიავა (რუსეთი)

 500.000.000

24. ლევან ვასაძე (რუსეთი)

 500.000.000

25. რომან ფიფია (რუსეთი, საფრანგეთი)

 500.000.000

26. თემურ ქარჩავა (რუსეთი)

 500.000.000

27. ბადრი კაკაბაძე (რუსეთი)

 500.000.000

28. მიხეილ მირილაშვილი (რუსეთი)

 500.000.000

29. ტარიელ ონიანი (ესპანეთი, რუსეთი)

 400.000.000

30. მამუკა ხაზარაძე (საქართველო)

 400.000.000

31. ალექსანდრე ებრალიძე (რუსეთი)

 300.000.000

32. პანტიკო თორდია (საქართველო)

 250.000.000

33. ირაკლი ოქრუაშვილი (საქართველო)

 250.000.000

34. ქიბარ ხალვაში (თურქეთი)

 200.000.000

35. თემურ ჭყონია (საქართველო)

 200.000.000

36. გიორგი რამიშვილი (საქართველო)

 200.000.000

37. ვალერი მელაძე (რუსეთი)

 200.000.000

38. სანდრო მეჟევიძე (საქართველო)

 160.000.000

39. კახა ოქრიაშვილი (საქართველო)

 150.000.000

40. ზაზა ოქუაშვილი (საქართველო)

 100.000.000

41. მაია რჩეულიშვილი (საქართველო)

 100.000.000

42. პაატა კურტანიძე (საქართველო)

 100.000.000

43. ზურაბ კვინიხაძე (რუსეთი)

 100.000.000

44. ლევან და სოსო ფხაკაძეები (საქართველო)

 100.000.000

45. ვალერი გელაშვილი (საქართველო, ლიტვა)

 100.000.000

46. რომან ცხვირაშვილი (ამერიკა)

 100.000.000

47. გოჩა ძასოხოვი (საქართველო)

 100.000.000

48. ვანო ჩხარტიშვილი (საქართველო)

 100.000.000

49. ფრიდონ ინჯია (საქართველო)

 100.000.000

50. ზურაბ ნოღაიდელი (საქართველო)

 100.000.000

51. ზაზა ნიშნიანიძე (საქართველო)

 70.000.000

52. ლაურა ღაჭავა (საქართველო)

 60.000.000

53. თემურ უგულავა (საქართველო)

 60.000.000

54. გოგი თოფაძე (საქართველო)

 50.000.000

55. კოტე გოგელია (რუსეთი)

 50.000.000

56. ნუგზარ შევარდნაძე (საქართველო)

 50.000.000

57. სულხან და ლაშა პაპაშვილი (საქართველო)

 50.000.000

58. ვანო ზოდელავა (საქართველო)

 50.000.000

59. ილია კოკაია (ავსტრია)

 50.000.000

60. ილო მოსიაშვილი (ისრაელი)

 50.000.000

61. გოგი ლიპარტელიანი (საქართველო)

 50.000.000

62. ელგუჯა ბუბუტეიშვილი (საქართველო)

 40.000.000

63. თამაზ გაიაშვილი (საქართველო)

 40.000.000

64. კახი კალაძე (საქართველო)

 40.000.000

65. გია შერაძე (საქართველო)

 30.000.000

66. ლევან პირველი (საქართველო)

 22.000.000

67. აკაკი ჩხაიძე (საქართველო)

 20.000.000

68. ავთანდილ წერეთელი (საქართველო)

 20.000.000

69. გურამ ახვლედიანი (საქართველო)

 20.000.000

70. ნიკა ჩიქოვანი (საქართველო)

 20.000.000

71. ავთანდილ ჯორბენაძე (საქართველო)

 20.000.000

72. მელორ ტყეშელაშვილი (საქართველო)

 20.000.000

73. ჯემალ ინაიშვილი (საქართველო)

 20.000.000

74. თემურ აფსნაძე (ავსტრია)

 20.000.000

75. არჩილ გეგენავა (საქართველო)

 15.000.000

76. ირაკლი იაშვილი (საქართველო)

 15.000.000

77. ზაზა სიორიძე (საქართველო)

 15.000.000

78. ალეკო გოცირიძე (საქართველო)

 10.000.000

79. ნიკო ლეკიშვილი (საქართველო)

 10.000.000

80. ლევან გაჩეჩილაძე (საქართველო)

 10.000.000


(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016