რით იხდუნებდნენ თავს ძველად, წლების განმავლობაში? რა უკიდურეს ზომებსა და ფორმებს მიმართავდნენ? ფაქტები ნამდვილად გაგაოცებთ. ჟურნალი „რეიტინგი“ ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს.
ინგლისელმა პოეტმა ჯორჯ გორდონ ბაირონმა XIX საუკუნის დასაწყისში ევროპული სალონები დაიპყრო არა მხოლოდ თავისი რომანტიკული სტროფებით, არამედ ბოჰემური ცხოვრების სიყვარულითაც. ახალგაზრდა ლორდი მონაწილეობდა ორთაბრძოლებში, სვამდა, თამაშობდა ბანქოს... მერე კი ფორმის შესანარჩუნებლად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლადაც მოუხდა ბრძოლა. მართალია, იმ დროს გასახდომად უკვე იყენებდნენ თაგვის შაქარს (დარიშხანს), ტყვიას, ბაირონი პირველი იყო, ვინც ე.წ. „საავტორო დიეტა“ შემოიღო, რომელსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა.
აქტიურ სტადიაში მისი გახდომის მეთოდი გულისხმობდა დიდი რაოდენობით ძმრიანი წყლის მიღებას. ნებისმიერი სხვა საკვები იმ დღეებში იკრძალებოდა. როცა სასურველ წონას მიაღწევდა, პოეტი კვებაზე გადადიოდა, რომელიც იმავე ღვინის ძმარში ამოვლებული კარტოფილისგან, რამდენიმე ბისკვიტისა და ერთი ფინჯანი ჩაისგან შედგებოდა. გარდა ამისა, თუ დიეტის დროს ბაირონი არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, ე.ი. შინ იჯდა საბნებში გახვეული, რომ ოფლი დაეღვარა. საბოლოოდ, მუდმივი დიეტებით თავის ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენა და გამუდმებით ბულიმიისა და ანორექსიის ზღვარზე იყო. გარდა ამისა, ძმრის ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმს კალცს აცლიდა, კბილები იშლებოდა, ძვლები მტვრევადი ხდებოდა და იმუნიტეტიც ქვეითდებოდა.