reportiori.ge - დიეტები, რომლებსაც გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი და მერლინ მონრო მიმართავდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:03
სხვადასხვა
დიეტები, რომლებსაც გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი და მერლინ მონრო მიმართავდნენ
29 მაისი, 2014. 18:31



რით იხდუნებდნენ თავს ძველად, წლების განმავლობაში? რა უკიდურეს ზომებსა და ფორმებს მიმართავდნენ? ფაქტები ნამდვილად გაგაოცებთ. ჟურნალი „რეიტინგი“ ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს.

 

კინემატოგრაფის ეპოქაში, 20-30-იან წლებში, მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა თამბაქოს სასიკვდილო მავნებლობის შესახებ და ეკრანის ვარსკვლავების პარალელურად, ქალები თუ კაცები, სიგარეტს მიეძალნენ, მით უმეტეს, რომ მაშინვე დამკვიდრდა მოსაზრება თამბაქოს გასახდომ უნარზე - ის მადას აქვეითებს და საკვების მაგივრობას უწევს ადამიანსო. ასე, თამბაქოს კვამლში კილოგრამების გაქრობის მოლოდინში ეწეოდნენ სიგარეტს გრეტა გარბო და მარლენ დიტრიხი და ასეთივე მაგალითს აძლევდნენ თანამედროვეებს.

 

მერილინ მონრო ადრეული ახალგაზრდობიდან მისდევდა დიურეტიკულ დიეტას, რომლის ძირითადი კომპონენტები იყო გრეიპფრუტი და შავი ყავა. მერილინის კვალდაკვალ ბევრი ამერიკელი ქალი იყენებდა მხოლოდ ამ პროდუქტებს და ხდებოდა რამდენიმე დღეში. იმავე პერიოდში გამოჩნდა მედიკამენტები - ფარმაკოლოგებმა კარგად შენიშნეს, რომ ადამიანები გასახდომად ყველაფერზე ოცნებობდნენ და სხვადასხვაგვარი აბები მოიგონეს: გასახდომად, ცხიმების დასაწვავად და მადის დასაქვეითებლად. რასაკვირველია, ამგვარი მედიკამენტები ახლაც აქტიურად იყიდება, თუმცა არც ერთი წამალი არ არის ისეთი, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა და უკუჩვენება არ ჰქონდეს.

 

მძინარე მზეთუნახავის დიეტა ასევე მედიკამენტებზე იყო დაფუძნებული, თუმცა საკმაოდ საშიში - ქალები საძილე პრეპარატებს იღებდნენ და დიდხანს ეძინათ, რომ ნაკლები დრო დარჩენოდათ კვებისთვის. ასე, ძილში ხდებოდნენ, თუმცა ერღვეოდათ დღის რეჟიმი, უზიანდებოდათ ფსიქიკა და ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებდნენ.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016