რით იხდუნებდნენ თავს ძველად, წლების განმავლობაში? რა უკიდურეს ზომებსა და ფორმებს მიმართავდნენ? ფაქტები ნამდვილად გაგაოცებთ. ჟურნალი „რეიტინგი" ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ჰორეის ფლეტჩერმა შეიმუშავა დიეტური დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი კერძი, მათ შორის თხევადიც კი, მინიმუმ ასჯერ უნდა დაღეჭო. გახდომისა და სიჯანსაღის ახალი საშუალება ოკეანის ორივე მხარეს აიტაცეს და ამ მეთოდს დღესაც ჰყავს მიმდევრები. ფლეტჩერიზმის მიმდევრები ბლომად იყვნენ - მწერალ ფრანც კაფკადან მულტიმილიონერ ჯონ როკფელერამდე. ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა რეკომენდაციები, რომ ასე ძნელად მომზადებული საკვები კი არ უნდა გადაეყლაპათ, უნდა გადმოეფურთხებინათ - თითქოსდა ხანგრძლივი ღეჭვისას მთელი სასარგებლო თვისებები ისედაც ეცლება საკვებს და წვენის სახით ჩადის ორგანიზმში, დანარჩენი კი უსარგებლო შლაკებიაო.