reportiori.ge - შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვეთის მოქალაქე დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:04
სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვეთის მოქალაქე დააკავა
ავტორი:
25 აგვისტო, 2013. 13:02

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს,სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას კიშინიოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვეთის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული სერგიუ ბურცოვსკი (Sergiu Burcovschi) დააკავეს.

აღნიშნული პიროვნება დაპატიმრების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 3 მაისიდან იმყოფებოდა.

სერგიუ ბურცოვსკის ბრალად ედება მოლდოვეთის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას. აღნიშნული დანაშაული მოლდოვური კანონმდებლობის მიხედვით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამჟამად ძებნილი გადაყვანილია და მოთავსებულია აჭარა-გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016