reportiori.ge - ალექსანდრე ანქვაბი: არსად წავსულვარ და არც პრემიერის გადაყენების ბრძანებაზე მომიწერია ხელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:43
რეგიონები
ალექსანდრე ანქვაბი: არსად წავსულვარ და არც პრემიერის გადაყენების ბრძანებაზე მომიწერია ხელი
30 მაისი, 2014. 11:27


ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებული პოსტისთვის  ბრძოლა გრძელდება. ოპოზიციის აქტიურობის მიუხედავად, ალექსანდრე ანქვაბი არსად წასვლას არ აპირებს. დე-ფაქტო ლიდერი lifenews-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელი არც პრემიერ-მინისტრის გადაყენების ბრძანებაზე მოუწერია.


ანქვაბის განცხადებით, გადადგომასთან დაკავშირებით კონსულტაციებს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებთანაც გაივლის. მანამდე დე-ფაქტო ლიდერი გუდაუთაში რუსეთის პრეზიდენტის  თანაშემწე ვლადისლავ სურკოვს შეხვდა. აუდიენციის შემდეგ, სურკოვმა განაცხადა, რომ  მოსკოვი აფხაზეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევა.



„პრეზიდენტი ანქვაბი არსად არ წასულა. მას გადადგომის შესახებ დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. თუ ვინეს სურს დააჯეროს საზოგადოება, რომ პრეზიდენტი გადაგა, ეს ასე არ არის. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებს", - განაცხადა ანქვაბმა.



„ჩვენ ვქმნით საბჭოს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრით დაკავდება. არსებობს სხვადასხვა უწყებები, რომლებიც საბჭოსთან აქტიურად ითანამშრომლებენ", - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯინბამ.


შეგახსენებთ, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერსა და პრემიერ-მინისტრს დე-ფაქტო პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. ანქვაბის გადაყენებას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 15 იყო. მოგვიანებით ოპოზიციამ დროებითი მთავრობის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016