საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისი ეპისკოპოსად კურთხევის 50 წლისთავთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.
"დღეს, როცა შესრულადა ეპისკოპოსად კურთხევის 50 წელი, მე შემიძლია ვთქვა, დიდება და მადლობა უფალს, დიდება უფალს, ღმერთს ყველაფრისთვის. აი, ამ წლების განმავლობაში ბევრი მიფიქრია, ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომები დამიშვია. მე რით შემიძლია ვიამაყო, მე შემიძლია ვიამაყო, ვაღიარო ჩემი ცოდვებიც, ჩემი უძლურებებიც, მაგრამ ნათქვამია, ბრძენმა ხალხმა თქვა, მე გავაკეთე ის, რაც მე შემეძლო და სხვამ გააკეთოს ჩემზე უკეთესად." - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ ეპისკოპოსობა არის მოწამეობა და ეს 50 წელიც მოწამეობრივი იყო.
„ვმადლობ უფალს, რომ ამ მოწამეობრივი წლების განმავლობაში მუდამ იყო ჩვენთან და მუდამ გვეხმარებოდა ჩვენ, დიდება და მადლობა უფალს", - ბრძანა ილია მეორემ.