reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი - მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ივანიშვილთან და ალასანიასთან შეხვედრა გააუქმეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:28
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ივანიშვილთან და ალასანიასთან შეხვედრა გააუქმეს
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 16:04

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც ისინი ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ. 

პრეზიდენტმა ამის შესახებ  ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისთანავე  განაცხადა. 

  "სამწუხაროა, რომ წინასწარ დანიშნული შეხვედრები პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან გაუქმდა მას შემდეგ, რაც ისინი დილით შეხვდნენ ვანო მერაბიშვილს", - აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოში ოკუპაციის საკითხების შესაწავლად ჩამოვიდა.  მათ უნდა შეაფასონ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და განვითარების მაჩვენებლი.

"მათთან საუბარი გემოვნების საკითხი კი არ არის, ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა რომ ოკუპაციის ხაზის გადმოწევა ქვეყნისთვის უმთავრესი საკითხი უნდა იყოს. პრეზიდენტმა ხელისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლებთან აღნიშნული საკითხის განხილვისკენ მოუწოდა. 
  "ერთია, როდესაც პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა არ გინდა ვლადიმერ პუტინთან და ვაბრალებთ დაბალი დონის გენერლებს, მეორეა, რომ ეს ხალხი ევროპიდან ჩამოდის იმის გამო, რომ ეს არ კეთდებოდეს და ამაზე გველაპარაკოს. მათ საერთოდ არ ვიღებთ, კაცმა არ იცის რა მიზეზით. ვფიქრობ, ეს გაუგებრობა მომავალში უნდა გამოსწორდეს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება პირად ემოციებს ავყვეთ", - დასძინა პრეზიდენტმა. 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016