ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხემძღვანელი დავით საგანელიძე ჩინური მხარის მოწვევით ორდღიანი ვიზიტით ქ.პეკინში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ჩინეთის სახელმწიფო განვითარების ბანკის წარმომადგენლობის გახსნის განხილვა. აღნიშნული წარმომადგენლობა სავარაუდოდ ამიერკავკასიის რეგიონალურ პროექტებს მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ა/წ 4 აპრილს დავით საგანელიძე ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს ბატონ ლიი გიპინგს შეხვდა.
შეხვედრაზე ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს განვითარების ბანკის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში პირადად ჩართვის თაობაზე, კონსულტაციების გამართვის, რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს იმ პროექტების დაფინანსების მხარდაჭერაც აღუთქვა, რომლებიც ამ ბანკის მიერ იქნება განხორციელებული.