პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" აღმოჩენა, მომღერალი ნინა სუბლატი „რეპორტიორთან" ინტერვიუში ქართულ შოუ-ბიზნესს აკრიტიკებს.
ნინა სუბლატი: „არ მომწონს ქართველი მომღერლები, რომლებიც არ მღერიან, არ წერენ სიმღერებს, თუმცა მაინც თავხედურად გადაცემებში ფეხი ფეხზე გადადებულები სხედან და თავის თავს მიაწერენ ყველანაირ წარმატებას. მე ჩემი საქმის ფანი ვარ, მე ვიცი რას ნიშნავს თავდაუზოგავად შრომა, ვიცი რა გზაც უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ საქართველოში პირველი კარგი კონცერტი გაიმართოს. სწორედ ამიტომ არ ვერიდები კრიტიკას, არ მეშინია იმ ხალხის, რომელიც ჩემი ხმამაღალი განცხადებების გამო შემიძულებს. არ მეშინია ნეგატივის, რადგან მე მიყვარს ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობ, მიმაჩნია, რომ ქართველი მსმენელი მეტს იმსახურებს, ვიდრე გაპრანჭულ, უსაქმურ, ტელეგადაცემებში პირად ცხოვრებაზე მოლაქლაქე ვითომმომღერლებს. თავად თავიდან ფეხებამდე მზად ვარ ქართული მუსიკალური სფეროს განვითარებისთვის. ჩემი სადებიუტო ალბომიც სწორედ ამის ნათელი მაგალითი იქნება."
ნინა სუბლატმა ცოტა ხნის წინ პირველ სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა.