reportiori.ge - ნინა სუბლატი: ზოგმა შესაძლოა იფიქრა, რომ თავში აგვივარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:22
ყვითელი
ნინა სუბლატი: ზოგმა შესაძლოა იფიქრა, რომ თავში აგვივარდა
30 მაისი, 2014. 15:01

პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული, მომღერალი ნინა სუბლატი ცოტა ხნის წინ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მიზეზი მისი facebook სტატუსი გახდა, სადაც ნინა მეგობარს, მომღერალ მარიკო ლეჟავას მიმართავდა, რომ ქართულ შოუბიზნესში მათ არ ყოფნამდე,  არაფერი ხდებოდა.


ნინა „რეპორტიორთან" ინტერვიუში ამ სტატუსის შესახებ საუბრობს:


ნინა სუბლატი: „ამ პოსტმა მართლაც რომ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ცოტა არ იყოს და ქედმაღლურად იქნა გაგებული. მე და მარიკო ლეჟავამ მხოლოდ ის ვიგულისხმეთ, რომ ჩვენი გამოჩენით ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად ის რომ ერთი ჩვეულებრივი პროექტი ნამდვილ შოუბიზნესად იქცა. ვიგულისხმეთ ის, რომ სცენაზე ჩვენი გამოჩენითპოლის ჯოხი" მომღერლების რაოდენობა შემცირდა და სტანდარტმა აიწია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო საქართველოში, მაგრამ იყო ბევრი წლის წინ. ახლა კი პერფორმერი მომღერლები, რომლებიც მხოლოდ ვოკალური მონაცემებით არ შემოიფარგლებიან, ნამდვილად გვაკლია.

 

 

შესაძლოა მართლა ქედმაღლური იყო ჩვენი პოსტი და ზოგმა შესაძლოა იფიქრა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, თავში აგვივარდა, თუმცა ასე სულაც არ არის. უბრალოდ, არსებობს რაღაც კატეგორია ხალხისა, რომელიც ყველაფერს, რასაც ქართველი მომღერლები აკეთებენ, აკნინებს, შეურაცხჰყოფს, და ცუდად, უფრო სწორად კი-არაადეკვატურად აკრიტიკებს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის, ყველასთვის, ვინც შრომობს, მთელი დღის განმავლობაში საქმითაა დაკავებული და თავდაუზოგავად ცდილობს ქვეყანაში მუსიკალური სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანოს, ძალიან საწყენია. იმის მიუხედავად, რომ პირადად მე არ მიყვარს კრიტიკა სხვის მიმართ, არ მიყვარს ხმამაღალი წამოძახილები, მაინც თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჩემიქედმაღლური" და სხვადასხვანაირი პოსტებით ხალხს ვუთხრა სინამდვილეში რა ხდება. რადგან ვფიქრობ, რომ რაც ამჟამად ქართულ შოუბიზნესში ხდება, დიდი, მუქი ფარდის ქვეშაა შემალული და ამ ყველაფერს მხოლოდ ხმამაღალი პროტესტი, გაუთავებელი ომი და მწავე კრიტიკა შეცვლის.


მომღერალმა ცოტა ხნის წინ თავის პირველ სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016