reportiori.ge - რისთვის შეიქმნა ანტიკორუფციული მედიაცენტრი და ვინ აფინანსებს მას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:01
ინტერვიუ
რისთვის შეიქმნა ანტიკორუფციული მედიაცენტრი და ვინ აფინანსებს მას
30 მაისი, 2014. 17:14


„რეპორტიორი" ანტიკორუფციული მედიაცენტრის დამფუძნებელსა და დირექტორს პეტრე წურწუმიას დაუკავშირდა, რათა უკეთ გაეცნო საზოგადოებისთვის მედიაცენტრის საქმიანობის შესახებ.

 

- ბატონო პეტრე, როდის შეიქმნა ანტიკორუფციული მედიაცენტრი?

 

-ანტიკორუფციული მედიაცენტრი დაახლოებით ერთი თვის წინ დავაფუძნე. მედიაცენტრის უმთავრესი მიზანია სახელმწიფო ორგანოების მონიტორინგი.   ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებული და განსახორციელებელი ნოვაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და უფრო დეტალურად საქმის კურსში ჩაყენება.


-რატომ გადაწყვიტეთ მედიაცენტრის შექმნა, რა იყო მიზეზი?


- ჩემს ირგვლივ, ანტიკორუფციულ ცენტრში არიან დასაქმებული ის ადამიანები, ვისაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ სპეციალობის მხრივ. ჩვენთან მუშაობენ საფინანსო და იურიდიული მიმართულების სპეციალისტები. მათ იციან, როგორც „ბიუროკრატიული აპარატის" მუშაობის სპეციფიკა, ასევე მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის  თავისებურებები და ის პირობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობას. ცენტრი განსხვავებული ინტერესებისა შეხედულებების გამტარებელი  არ არის. ჩვენი მედიაცენტრი არა არის არც განსაკუთრებულ ჩასაფრებულ პოზიციაში, აღმასრულებელი და საკანომდებლო ორგანოების საქმიანობისადმი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით განხორციელებულ აქტივობებს  ვიღებთ და ვსწავლობთ, ანალიზს ვუკეთებთ და თუ რაიმე ნაკლოვანებას აღმოვაჩენთ, ვიკვლევთ. გვაქვს ყოველ შემთხვევაში სურვილი, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის შეცდომები, რასაც ბიუროკრატიული აპარატი დაუშვებს. 

 

- რა სახით აცნობთ საზოგადოებას ამ დასკვნებს?


- დასკვნები ძირითადად ვებ-გვერდზე განთავსდება. თუ დაინტერესება იქნება, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის და ნებისმიერი ინფორმაცია შეგვიძლია გავცეთ.

 

- დაახლოებით რამდენი ადამიანი მუშაობს ანტიკორუფციულ მედიაცენტრში?


-  ამ ეტაპზე 4-5 ადამიანი ვართ. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ 40 წელს მიკაკუნებული ადამიანი ასაკიანია, დაახლოებით 40 წლის ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. გვყავს ფინანსისტები, ეკონომისტები და იურისტები.

 

- რა სიხშირით იდება დასკვნები საიტზე?

 

- განსაზღვრული დრო არ გვაქვს. რომელიმე თემას როდესაც ავარჩევთ, შემდეგ ვიკვლევთ, არგუმენტირებულად ვაყალიბებთ და ისე ვაცნობთ საზოგადოებას. ამას შეიძლება ერთი კვირაც დასჭირდეს და ერთი თვეც. ჩვენი მიზანია, რომ კვალიფიციური დასკვნა დავდოთ. გვირჩევნია დროში  გაიწელოს,  ვიდრე დამატებითი შეკითხვები გაჩნდეს.

 

-  შეგიძლიათ დაუსახელოთ მკითხველს რომელიმე თემა, რომელზეც უკვე იმუშავეთ?


- ბევრ თემაზე ვიმუშვეთ უკვე. ერთ-ერთი პირველი თემა, რომელიც გაჟღერდა, სასკოლო ავტობუსებს ეხებოდა. გვქონდა დასკვნები, რომელიც განათლების სამინისტროს გადავეცით. შემდეგ ეს ბევრმა ტელევიზიამ და მასმედიის საშუალებამ გააშუქა. რა ინფორმაციებიც იდო როგორც სამინისტროს, ისე ტენდერების ვებ-გვერდზე, ავიღეთ და დადებითად შევაფასეთ, თუმცა რაღაც შეკითხვები გაჩნდა და გადავწყვიტეთ, საზოგადოების ფართო მასებისთვის გაგვეცნო შეკითხვები, რაც გაგვიჩნდა.


- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოში კორუფციის დონეს როგორ შეაფასებდით?


-რაც უფრო სიღრმისეულად დავიწყებთ კვლევას, უფრო შეგვეძლება ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა. ამჟამად კვალიფიციურ პასუხს ვერ გაგცემთ.

 

- თქვენი აზრით, ქართული მედია კორუფციის თემას არასათანადოდ აშუქებს?


- ეგ არ ვიცი, თუმცა ჩავთვალე, რომ გარკვეული გამოცდილება მაქვს, ვარ კვალიფიციური იურისტი და მინდა ჩემი გამოცდილება ამ საქმეს მოვახმარო.  ანტიკორუფციული მედიაცენტრის შექმნას საფუძვლად მხოლოდ ეს დაედო.


-ამჟამად რაზე მუშაობთ?


-დამერწმუნეთ, პირველი იქნებით, ვინც ამ ინფორმაციის თაობაზე შეიტყობთ.

 

-საზოგადოებას ხშირად აინტერესებს, ვინ დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის უკან, ვინ აფინანსებს. თქვენი ორგანიზაციის შემოსავლის წყარო რა არის?

 

- დამფუძნებელი. ამ ეტაპზე მხოლოდ მე. თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი, რომ ჩვენი საქმიანობა პოზიტიურია და ფინანსურად დაგვეხმარება, ამაში უკანონოს ვერაფერს ვხედავ.


საქართველოში მედიასაშუალება, რომელიც მხოლოდ კორუფციის საკითხზე იმუშავებდა, აქამდე არ ყოფილა. როგორც მისი ხელმძღვანელი დაგვპირდა, მედიაცენტრი ბევრ საინტერესო დასკვნებს შემოგვთავაზებს, რომელსაც ერთ-ერთი პირველი „რეპორტიორი" შეიტყობს. წარმატებას ვუსურვებთ ანტიკორუფციულ ცენტრს საქმიანობაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016