reportiori.ge - პირველი ქართული გაზეთი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:31
საზოგადოება
პირველი ქართული გაზეთი
30 მაისი, 2014. 17:30


მეოთხე ხელისუფლება,როგორც მედია იწოდება, საქართველოში სათავეს მე-19 საუკუნეში იღებს , როდესაც  პირველი ქართული გაზეთი გამოიცა.

გაზეთი 1819 წელს დაარსდა.მისი თავდაპირველი სახელი „საქართველოს გაზეთი" იყო ხოლო შემდეგ „ქართული გაზეთი".სწორედ აქედან იწყება  ქართული ჟურნალ -გაზეთების ისტორია.

 

 

 

გაზეთის გამოცემის იდეა 1818 წელს დაიბადა,იგი 1819წლის 8 მარტს გამოვიდა.რედაქციას გარდა მასალის ლიტერატურული დამუშავებისა, ჯერ უნდა ეთარგმნა რუსულ ენაზე ყველა შემოსული კორესპოდენცია, ხოლო შემდეგ გამართული გაზეთი ქართულ ენაზე უნდა თარგმნილიყო და დაბეჭდილიყო.

 

იმ დროს მოქმედებდა 1804 წლის საცენზურო წესდება , რომელიც ცენზორისგან  მოითხოვდა ფხიზელ თვალყურის დევნებას.უნდა ითქვას ისიც, რომ ქართულ გაზეთზე ცენზურა ადვილი არ გახლდათ, ვინაიდან იმ დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართული  ენა არ იცოდნენ.

 

ცენზორის როლში მთავარმართებელი ერმოლოვი და მისი მოხელეები გვევლინებიან.1819-1821წლებში ქართული გაზეთი ოთხგვერდიანი გამოცემა იყო,თოთოეული გვერდი გაყოფილი იყო ორ-ორ სვეტად.გაზეთში მოთავსებული მასალა თავისი შედგენილობის მიხედვით სამგვარი იყო: პირველი- მასალა, რომელიც საქართველოს სინამდვილიდან იყო აღებული, მეორე - მასალა, რომელიც რუსეთის სინამდვილეს ეხებოდა და მესამე - მასალა, რომელიც უცხოეთის ცხოვრებას ასახავდა.1820წლიდან  გაზეთზე წმინდა გიორგის გერბი ჩნდება.

 

გაზეთი გამოდიოდა პარასკევობით,მისი წლიური ღირებულება 3 მანეთი და 20 კაპიკი იყო,მაგრამ მოსახლეობას მისი შეძენა მაინც უჭირდა.  გაზეთის  მნიშვნელობა  უდიდესი იყო ვინაიდან იგი პოლიტიკური და ლიტარატურული ორგანოს როლს ასრულებდა.მრავალ საკითხთა შორის ქართული გაზეთის გამომცემელნი თავიანთ ფურცლებზე იმაზეც მსჯელობდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას საზოგადოებისათვის და ამ მხრივ რა როლის შესრულება შეეძლო გაზეთს. სამწუხაროდ პირველმა ქართულმა გაზეთმა დიდ ხანს ვერ იარსება და 1821 წელს შეწყდა მისი გამოცემა.თუმცა მიუხედავად მოკლე პერიოდისა ამ გაზეთის  წვლილი  ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში უდიდესია. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016