წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს ლიდერმა", ნინო ბურჯანაძემ, თიანეთში საარჩევნო შტაბი გახსნა, თიანეთის მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და აღნიშნა რომ გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შეეცდება.
„პრობლემები პარქტიკულად იგივეა რაც სხვაგან. ძალიან სამწუხაროა რომ ხელისუფლებამ ერთი პრობლემაც კი არ მოუგვარა თიანეთის მოსახლეობას, რატომ ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ" რომ ელემენტალურად ერთი სასაწრაფო დახმარების მანქანა მაინც გამოეყოთ 22 სოფლისათვის ნამდვილად არ მესმის. მე საზოგადოებას შევპირდი რომ კოჰაბიტაცია დამთავრდება. მეზობლებთან ურთიერთობები დალაგდება, ქვეყანაში სტაბილურობა იქნება, აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენას გამოვძებნით და შეძლებისდაგვარად მოვეკიდებით ყველა პრობლემის მოგვარებას." -განაცხადა ბურჯანაძემ მოსახლეობასთან შეხვდრისას.