"რეპორტიორის" თვალით...
„ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ“ თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატები წარადგინა
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
30 მაისი, 2014. 19:47
„ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატები წარადგინა. სიის პირველ ნომრად ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დასახელდა.
შეკრებაზე, რომელიც მუშტაიდის პარკში გაიმართა, პარტიის თავმჯდომარე გია ბერძენიძემ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ვინაიდან დღევანდელი საკანონმდებლო ორგანო მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. მისივე თქმით, აუცილებელია ვეტერანების საზოგადოებაში ინტეგრირება და მათი რესურსის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება.
პარტიის საარჩევნო ნომერი 2 იქნება.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24