reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე - ცოტა ხანში ბერლინის კედელს აგვიშენებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:47
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე - ცოტა ხანში ბერლინის კედელს აგვიშენებენ
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 16:08

დღეს, „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, ექსპერტთა კლუბის წევრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს, ამჟამად აბსოლუტურად უნიათო საგარეო პოლიტიკა აქვს და ვერ ხედავს, თუ რა კონკრეტული კურსი აქვს ახალ მთავრობას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

„დღეს ჩვენ ქვეყანას აშკარად გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკა არ აქვს. მარტო იმის ძახილი, რომ გვინდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება - საგარეო პოლიტიკური კურსი არაა. ვერ დავინახე რეალურად გამოკვეთილი ნაბიჯები. დიდი ხანია საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე სუბიექტიდან იქცა ობიექტად, რომლიც ეცოდებათ, ეხმარებიან და აიმედებენ, რომ ოდესმე გახდება ნატოს წევრი. არ მახსენდება არცერთი სერიოზული საგარეო პოლიტიკური თემა, სადაც საქართველომ თავისი სიტყვა თქვა. როდესაც მთავრობა დიცში ე.წ. საზღვრის 300 მეტრით გადმოწევაზე გვეუბნება, რომ მშვიდად შევხვდეთ, ამას ვერ მივიღებ. თუ საუბარია იმაზე, რომ პანიკაში არ უნდა ჩავცვივდეთ და ომი არ უნდა დავიწყოთ, ეს ისედაც გასაგებია. არანაირი ადეკვატური რეაგირება, ამ ე.წ. საზღვრების გადმოწევასთან დაკავშირებით, არ ყოფილა. რაც მოვისმინეთ ისაა, რომ შეშფოთებულები და გაკვირებულები ვართ და ვერ გაგვიგია, რა ხდება. იმან, რომ მშვიდად შევხდით ამ პროცესს, განაპირობა მავთულხლართების გაბმა - ცოტა ხანში ბერლინის კედელს აგვიშენებენ", - აღნიშნა ბურჯანაძემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016