ათანდილ ადუაშვილის საქმის განხილვა, ნაფიც მსაჯულებთან ერთად უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში მოკლული ბიზნემენის, მკვლელობის საქმის განხილვა დღეს განახლდა. სხდომაზე მოკლულის დედა, მკვლელობის მოტივებზე საუბრობს და მოწმეები ჩვენებას მისცემენ.
გარდაცვლილის დედის, ლარისა ეფრემიძის მტკიცებით, მკვლელობასთან კავშირი სოსო პავლიაშვილს აქვს.
ბრალდების მხარის განცხადებით, სქმესთან დაკავშირებით შვიდივე ბრალდებულის მიმართ მყარი მტკიცებულებები არსებობს, დაცვის მახრე კი ამას არ ეთანხმება.
ამ წუთებში მოსამართლემ ნახევრსაათიანი შესვენება გამოაცხადა, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
„სოსო პავლიაშვილს ხელი დავადე და გამოხმაურებულიყო თუ მართალია, რატომ არ გამომეხმაურა?"- აცხადებს ავთანდილ ადუაშვილის დედა, ლარისა ეფრემიძე.