reportiori.ge - რაულ ხაჯინბა გალის რაიონიდან ქართველების გასახლებას აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:42
კონფლიქტები
რაულ ხაჯინბა გალის რაიონიდან ქართველების გასახლებას აპირებს
31 მაისი, 2014. 21:58



გალის რაიონში სიტუაცია მძიმდება. ადგილობრივების განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერრაულ ხაჯინბა აფხაზეთიდან ქართველების გასახლებას აპირებს.

 

"აფხაზური პასპორტები ნაწილს უკვე ჩამოართვეს და ალბათ, მალე ყველას ჩამოართმევენ. ამით კი გვეზღუდება გადაადგილების უფლება... ადმინისტრაციულ საზღვარზე "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" ყოველდღიურად ათობით ადამიანს აკავებენ და თითოეულ მათგანს ფულის გადახდა უწევს. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობა იძულებული გახდება აქაურობა დატოვოს, სოფლები ახალგაზრდებისგან, ფაქტობრივად, უკვე დაცლილია, რადგან მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. გალის რაიონის ქართული მოსახლეობა მთავრობისგან არანაირ მხარდაჭერას და თანადგომას არ გრძნობს", - აცხადებენ ადგილობრივები. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, რაულ ხაჯინბას თქმით კი, აფხაზეთიდან იმ ქართველების გასახლება, ვისაც აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით აქვთ მიღებული, აფხაზი ხალხის დაკვეთაა". როგორც ხაჯინბამ განაცხადა, არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016