reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის თეატრი გახსნა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:33
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის თეატრი გახსნა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
31 მაისი, 2014. 23:26



ფოთის განახლებული თეატრი მაყურებლის მიღებას დღეიდან შეძლებს. რეაბილიტირებული შენობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და თეატრალურ საზოგადოებასა და კულტურის მოღვაწეებს დღევანდელი დღე მიულოცა. 

 


პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დიდ თეატრალურ ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფოთის თეატრის ისტორია 127 წელს ითვლის. 
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთის თეატრი ყოველთვის წამყვან თეატრებს შორის იდგა და თავისი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. 

 


ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ტრადიცია გაგრძელდეს. დღეიდან უკვე ამ შესანიშნავ თეატრს აქვს ახალი, თანამედროვე შენობა და ყველა პირობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი, საუკეთესო დარბაზში საუკეთესო სპექტაკლები შესთავაზოს მაყურებელს. ფოთს დაუბრუნდა თეატრი ისეთი სახით, როგორც ფოთსა და ფოთელებს ეკადრებათ. დღეს ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ყველა სირთულე უკან არის და ამ ახალაშენებულ, ულამაზეს შენობაში თეატრის ახალი სიცოცხლე იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს მშვენიერი შენობა ფოთის სავიზიტო ბარათი იქნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. 

 

 


ირაკლი ღარიბაშვილმა თეატრის პერსონალს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თეატრის დასი საუკეთესო ტრადიციებს ახალ სცენაზე ღირსეულად განაგრძობს.













 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016