„ბატონ ლისეკის განცხადებაში, ვერ ვხედავ სხვა მოტივს, გარდა პოლიტიკურისა" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტარის კრჟიშტოფ ლისეკის განცხადებას - „როდესაც ის ამბობს, რომ ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა, გარდა პოლიტიკურისა. ეს მე მგონი უკვე საყოველთაოდ ცნობილი და მარტივად აღსაქმელი მოვლენაა -„ნაციონალურ მოძრაობას" ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი ორგანიზაციის მსგავსი სტრუქტურები აქვს, ისე, როგორც სახალხო პარტიას „ნაციონალური მოძრაობის სახით საქართველოში ადგილობრივი ორგანიზაცია აქვს. ასე რომ, ერთი პარტიის წევრები, როდესაც ევროპულ სტანდარტებზე საუბრობენ, ცხადია სწორედ აქაა პოლიტიკა" - აცხადებს უსუფაშვილი
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა კრჟიშტოფ ლისეკიმ „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.