reportiori.ge - მეცხრე სიმფონია, რომელიც ბეთჰოვენმა ერეკლე მეორეს მიუძღვნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:07
სხვადასხვა
მეცხრე სიმფონია, რომელიც ბეთჰოვენმა ერეკლე მეორეს მიუძღვნა
02 ივნისი, 2014. 10:59


ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაზე ამჟამად ერთადერთი წარწერა „გოლიათური" არის დარჩენილი. ცნობილია, რომ ავტორმა თავდაპირველად სიმფონია ნაპოლეონ ბონაპარტე მიუძღვნა, შემდეგ კი ეს მიძღვნა გააუქმა.


სინამდვილეში საქმე სხვაგვარად გახლავთ: კომპოზიტორმა მეცხრე სიმფონია ქართველ მეფეს, ერეკლე მეორეს მიუძღვნა და მის თავდაპირველ მიძღვნა-წარწერაში მითითებული იყო: „ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს". ბეთჰოვენის ეს ნაბიჯი გასაკვირად სულაც არ მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ დაუმარცხებელი მხედართმთავრის მიმართ პატივისცემით იყვნენ განწყობილნი როგორც კავკასიის, ასევე აღმოსავლეთის ხალხები. შემონახულია კიდეც ფრირიხ დიდის სიტყვები: ქვეყანაზე ახლა ორი სარდალია: დასავლეთში მე და აღმოსავლეთში ერეკლე მეფეო".


შემონახულია საქართველოში მოღვაწე ფრანცისკელი ბერის ბონიფაციუს ებერჰარდტის წერილები, რომელიც მან დიდ კომპოზიტორს (ბეთჰოვენი და ებერჰარდტი მეგობრები იყვნენ) გაუგზავნა და საქართველო, ქართველი ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო ახლოს გააცნო:


ძმაო ლუდვიგ, რომ იცოდე, რა გმირი ხალხია ქართველები და როგორ ვაჟკაცურად იტანენ ტანჯვას, რომელიც უფალმა რუსთა ბატონობის სახით მოუვლინა. ქართველების ქვეყანა ოდესღაც ჰყვაოდა, მეფენი მისნი იყვნენ ბრძენნი და ძლევამოსილნი. უკანასკნელი მათგანი იყო დიდი კახი - ერეკლე მეორე. ...ძალზე გამახარა იმ ამბავმა, რომ რომ ირაკლიზე, რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ აღმოსავლეთის ნაპოლეონი" უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია განზრახული და კიდევაც შესდგომიხარ მუშაობას...",  - წერდა ბერი.


მუშაობის დასრულების შემდეგ ბეთჰოვენს მართლაც წაუწერია სიმფონიისთვის „ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს", მაგრამ ეს ევროპაში ბევრისთვის გაუგებარი ყოფილა და „აღმოსავლეთის" ამოუღიათ. დარჩენილა „ეძღვნება ნაპოლეონს", რამაც კომპოზიტორი ისე აღაშფოთა, რომ მიძღვნა საერთოდ გააუქმა და ნამუშევარს, საბოლოოდ „გოლიათური" უწოდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016