გასული წელი, ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ეკონომიკის ექსპერტთა თქმით, 2013 წელს მთავრობამ ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული 2014 წლისთვის, სერიოზული ბაზა მოამზადა.
2014 წელი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდი არც თუ ისე სასურველი აღმოჩნდა...
ეკონომიკის ექსპერტი, პაატა შეშელიძე „რეპორტიორთან“ საუბრისას, პრობლემის გამომწვევ მიზეზებს ასახელებს.
„ წლის დასაწყსიდან, ეკონომიკური ზრდის საშუალო კვარტალური მაჩვენებლი 7.4%-ია. ეს არის პირველი კვარტლის მონაცემები, მაგრამ ცალკე აღებული აპრილის ზრდა - მხოლოდ 2.7%-ია. ეს მაშინ, როცა წინა თვეებში ზრდა 8.2%, 5.6% და 8.3 იყო.
ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი წლის პირველ თვეებში, განპირობებული იყო ორი კომპონენტით. კერძოდ - გასული წლის ბოლოს და იანვარში დევალვაცია დაფიქსირდა, რაც სახელმწიფოს გამიზნული პოლიტიკა იყო, ამას დაერთო ინფლაცია.
მეორე კომპონენტი შემდეგი იყო - როგორც გასულ წელს, ასევე ამ წელს, სხვადასხვა სახის იაფი სესხის პროგრამები ხორციელდებოდა, რითაც, გარკვეული ხელოვნური აქტივობები იქნა პროვოცირებული.
შემდეგ უკვე ამ კურსის სტაბილიზაცია განხრციელდა და აპრილში, ხელოვნურმა ეფექტებმა არ იმუშავა.
პრობლემის ასცილებლად, უნდა შენარჩუნებულიყო გაცვლითი კურსის სტაბილურობა, უნიტარული პოლიტიკის სიმკაცრე - მიმდინარე ამოცანის გადაწყვეტისას. ყველაფერი დარღვეულია. შექნილია ილუზია, თითქოს ყველაფერი გამოსწორდა. ეს, ძვირად დაუჯდება ქვეყანას.
ეკონომიკურ ზრდას, კერძო სექტორი განაპირობებს. კონომიკის სამინისტროს შეუძლია ამას მხოლოდ - ხელი შეუშალოს. მას ხელის შეწყობა არ შეუძლია. ბატონი მინისტრი ერთს ფიქრობს, მაგრამ მეორეს აკეთებს. მას, კარგად ესმის, რა არის კარგი და ცუდი, მაგრამ იძულებულია კონიუნქტურას მოერგოს და ვერ ახერხებს აკეთოს ის, რაც უნდა. არ არის თავისუფალი და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.
თავისუფალი რომ იყოს, ეკონომიკის სამინისტროს გააუქმებდა ძალიან მოკლე ვადაში. ეს არის არაფრის მომცემი, უსარგებლო სამინისტრო. მისი ფუნქციებიდან რომლია საჭირო?“-განაცხადა პაატა შეშელიძემ.
სრული ინტერვიუ: პაატა შეშელიძე: ბატონი მინისტრი, ერთს ფიქრობს, მაგრამ მეორეს აკეთებს