reportiori.ge - შემოდგომისთვის გენმოდიფიცირებული პროდუქტები სავალდებულო ეტიკეტირებას დაექვემდებარება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 18:46
ეკონომიკა
შემოდგომისთვის გენმოდიფიცირებული პროდუქტები სავალდებულო ეტიკეტირებას დაექვემდებარება
02 ივნისი, 2014. 12:00


„შემოდგომისთვის გენმოდიფიცირებული პროდუქტები სავალდებულო ეტიკეტირებას დაექვემდებარება", - განუცხადა „რეპორტიორს" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ. ზურაბ ტყემელაძის განცხადებით, პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შესულია,  განხილვები დაიწყება და კანონი ძალაში შემოდგომისთვის შევა.


კანონპროექტი სახელწოდებით - „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ" ფრაქციაქართული ოცნება - მრეწველებმა" მოამზადეს.


პარლამენტში ინიცირებული პროეტის მიხედვით,  გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში უნდა განთავსდეს წარწერა „GMO" ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში წრიულ ფორმაში წარწერა „GM" აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა მისი ადვილად იდენტიფიცირება შესძლოს. გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველი პროდუქტის ეტიკეტირებისას ასევე აღნიშნული უნდა იყოს ინგრედიენტის სახელი.


შესაბამისად, ბიზნესოპერატორები ვალდებულნი ხდებიან გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას ეტიკეტირების აღნიშნული ნორმები დააკმაყოფილონ. პროექტის მიხედვით, ეტიკეტირების მოთხოვნათა შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებული იქნება შეუსაბამობა აღკვეთოს და სავაჭრო ქსელიდან არაეტიკეტირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტი ამოიღოს. შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, გენმოდიფიცირებული პროდუქტი განადგურებას დაექვემდებარება.


ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულებაზე დაწესდება სახელმწიფო კონტროლი - პროექტის მიხედვით, ეტიკეტის შეუსაბამობაზე სახელმწიფოს კონტროლს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, იმპორტისას - ფინანსთა სამინისტრო.


კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება პასუხისმგებლობის საკითხი მოთხოვნათა დარღვევის შემთხევევაში. კერძოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5-ათასი ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10-ათასი ლარის ოდენობით.


კანონპროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 1 იანვარი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016