ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სიგუამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბათუმში, 15-დან 17 აგვისტოს ჩათვლით „Georgia Summer Fest” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერიოდის მუსიკა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო დონისა და 80-იანი წლების პოსტსაბჭოთა ესტრადის შემსრულებლები.
გიორგი სიგუას თქმით, „Georgia Summer Fest” -ის მხარდასაჭერად რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო სარეკლამო კამპანია გაიმართება. ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პატრონაჟით შედგება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები, ბონი-ემი, ბიანკა, ჯოი. ქართველი მომღერლებიდან - ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი.
„სამდღიანი ფესტივალი ძალიან საინტერესო იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. იქნება განსხვავებული და მუსიკალური ზაფხული. ფესტივალი ანბანის კოშკთან გაიმართება“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.