პატიმარ გურამ ლაშქარავას ოჯახის წევრებმა ფოთის მერიის შენობის გვერდით, კარავი გაშალეს და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. 6 ადამიანი უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს.
პატიმრის ოჯახის წევრები ზუგდიდის სასამართლოს 23 მაისის განაჩენს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, იარაღის ტარებისა და ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებისთვის ბრალდებულ გურამ ლაშქარავას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოშიმშილეების განცახდებით, გურამ ლაშქარავა უკანონო პატიმარია და საქმე ხელახალ გამოძიებას მოითხოვს.
აქციის მონაწილეები ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ეკა ბესელიას შეხვდნენ. მათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დახმარება სთხოვეს. დაკავებულის მეუღლის ირმა კუჭავას თქმით, დეპუტატი მათ მხოლოდ საქმის გადახედვას დაპირდა.
პატიმრის ოჯახის წევრები შიმშილობის აქციის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.