reportiori.ge - ლეონიდ თიბილოვი: შესაძლოა რუსეთს თავის შემადგენლობაში შეყვანის თხოვნით ახალმა პარლამენტმა მიმართოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:38
კონფლიქტები
ლეონიდ თიბილოვი: შესაძლოა რუსეთს თავის შემადგენლობაში შეყვანის თხოვნით ახალმა პარლამენტმა მიმართოს
02 ივნისი, 2014. 15:10



.. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი არ გამორიცხავს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს.

ჩვენ, სამხრეთ ოსეთში, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას სიხარულით შევხვდით. მოხარულები ვართ, რომ ყირიმი როგორც იქნა, სამშობლოს დაუბრუნდა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას რუსეთთანძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა, გვაქვს დახმარება რუსეთის მხრიდან. ეს ყველაფერი მეტყველებს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციაზე. ინტეგრაცია კი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლისთვის სერიოზული მოსამზადებელი ეტაპია. ეს იდეა თითოეულ ჩვენგანში დევს. პერსპექტივაში სამხრეთ ოსეთის ხალხი ერთიანი უნდა იყოს. ეს ისტორიული მომენტი უნდა დადგეს. ჩვენ ამ გზაზე ვართ და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეას კარგი პერსპექტივა აქვს”, - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.

 

მისი თქმით, რიგი პარტიები რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდიან.

 

ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ შესაბამისი მომენტი, როდესაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს აქტიურად დავაყენებთ. საკითხი რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, არსებობს იურიდიული საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს, რათა რუსეთის შემადგენლობაში შევიდეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამხრეთ ოსეთს ასეთი პერსპექტივა აქვს და ხელიდან არ გავუშვებთ მომენტს, რათა ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს“, - განაცხადა თიბილოვმა.

 

.. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა ახალმა პარლამენტმა რუსეთს თავის შემადგენლობაში შეყვანის თხოვნით მიმართოს.

 

არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს თავის შემადგენლობაში შეყვანის თხოვნით უკვე ახალმა პარლამენტმა მიმართოს, რომელსაც 8 ივნისს აირჩევენ. ასეა თუ ისე, ეს საკითხი რუსეთის წარმოადგენლებთან შეხვედრაზე განიხილება. ვიმეორებ, მივიჩნევთ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ეს ისტორიული მომენტი დადგება“, - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016