reportiori.ge - სახლში დამზადებული მალამო, რომელიც სასწაულებს ახდენს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:18
სხვადასხვა
სახლში დამზადებული მალამო, რომელიც სასწაულებს ახდენს
02 ივნისი, 2014. 18:39



სასწაული მალამო - ამ სახელწოდების მალამომ, მისმა სამკურნალო თვისებებმა და მარტივმა რეცეპტმა სოციალური ქსელი მოიარა და გამზადებულ ვარიანტს „news.ge“ გვთავაზობს. მისი დამზადება მარტივია და სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

 

ემალის ჯამში ჩაასხით ერთი ჭიქა რაფინირებული მცენარეული ზეთი, დაამატეთ ასანთის კოლოფის ზომის ფუტკრის ცვილი და დადგით ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ცვილი არ მიიღებს მდნარ ფორმას. შემდეგ ერთი მაგრად მოხარშული კვერცხის გულის ნახევარი ჩანგლით დააქუცმაცეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ზეთს და ცვილს. კარგად აურიეთ და გაზიდან გადმოდგით. გაგრილებისთვის დაახლოებით 10-15 წუთი დააცადეთ. შემდეგ მასა მაცივარში შუშის კონტეინერში შეინახეთ.

 

მალამო ძალიან ეფექტურია. როგორც ამბობენ, ის ჰაიმორიტს, ქალურ დაავადებებს, ყურის ანთებას, ყელის აბსცესს, ბრონქების პრობლემებს, შეშუპებებს, ანთებით პროცესებს, კბილის ტკივილს და განგრენასაც კი შველის. ნებისმიერი მტკივანი ადგილი მალამოთი ღამით უნდა დამუშავდეს. ძილის წინ მალამოს კომპრესების დადება გაგათავისუფლებთ ტკივილებისაგან.

 

ამ მალამოს საშუალებით ფრჩხილების გაძლიერებაც შეიძლება. თუ გაწუხებთ სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები, ძილის წინ მათი მალამოთი დამუშავება უებარი წამალია.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ მალამო მხოლოდ ფუტკრის ცვილით მომზადდეს. გარე გამოყენებისთვის შესაძლებელია, რომ მალამოში ნებისმიერი სახის ზეთი გამოიყენოთ, თუმცა შიდა გამოყენებისთვის მცენარეული ზეთია რეკომენდირებული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016