ეკონომიკის ექსპერტი, პაატა შეშელიძე, რუსულ ბაზარზე ქართული ხილის და ბოსტნეულის შეტანის აღდგენას, ბუნდოვან საკითხად მიიჩნევს.
„საკმაოდ ბუნდოვანი თემაა, სინამდვლეში რა და როგორ გაიხსნა ვერ გავიგე. გაურკვეველია ვისთვის გაიხსნა. მე შემეძლება მოვკრიფო მანდარინი და გავიტანო? გაურკვეველია ეს. ზოგადად ნებისმიერი ბაზრის გახსნა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ბაზრის გახსნისას ნათელი უნდა იყოს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. ბაზრის გახსნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაგეყიდება პროდუქცია.
მაგალითად, ქართული მანდარინი ბევრად უფრო მაღალმჟავიანია, ვიდრე მაროკოს ან, სხვა, რამდენიმე ქვეყნის მანდარინი. ამიტომ, როცა ამ მანდარნს რუსეთში გემო გაუგეს, ქართულს ისე აღარ ყიდულობენ, აღარ არის მოთხოვნა. შესაბამისად, შესაძლოა დახარჯო ენერგია, მოიყვანო მანდარინი, რომელსაც რუსეთში, მარტივად რომ ვთქვათ, არ იყიდიან, მიუხედავად იმისა, რომ კარი ღიაა. საბჭოთა კავშირის დროს, არ შედიოდა სხვა ქვეყნებიდან და ამიტომ იყიდებოდა ქართული მანდარინი. კარი რომ გაგიხსნა, ეს ერთია, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გქონდეს იმ კარში შესატანი? - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
სრული ინტერვიუ: პაატა შეშელიძე: ბატონი მინისტრი, ერთს ფიქრობს, მაგრამ მეორეს აკეთებს