reportiori.ge - პაატა შეშელიძე: გაურკვეველია, ვისთვის გაიხსნა რუსული ბაზრი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:51
ეკონომიკა
პაატა შეშელიძე: გაურკვეველია, ვისთვის გაიხსნა რუსული ბაზრი
02 ივნისი, 2014. 19:11



ეკონომიკის ექსპერტი, პაატა შეშელიძე,    რუსულ ბაზარზე ქართული ხილის და ბოსტნეულის შეტანის  აღდგენას, ბუნდოვან საკითხად მიიჩნევს.

 

საკმაოდ ბუნდოვანი თემაა, სინამდვლეში რა და როგორ გაიხსნა ვერ გავიგე.  გაურკვეველია ვისთვის გაიხსნა. მე შემეძლება მოვკრიფო მანდარინი და გავიტანო? გაურკვეველია ეს. ზოგადად ნებისმიერი ბაზრის გახსნა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ბაზრის გახსნისას ნათელი უნდა იყოს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. ბაზრის გახსნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაგეყიდება პროდუქცია.

 

მაგალითად, ქართული მანდარინი ბევრად უფრო მაღალმჟავიანია, ვიდრე მაროკოს ან, სხვა, რამდენიმე ქვეყნის მანდარინი. ამიტომ, როცა ამ მანდარნს რუსეთში გემო გაუგეს, ქართულს ისე აღარ ყიდულობენ, აღარ არის მოთხოვნა. შესაბამისად, შესაძლოა დახარჯო ენერგია, მოიყვანო მანდარინი, რომელსაც რუსეთში, მარტივად რომ ვთქვათ, არ იყიდიან, მიუხედავად იმისა, რომ კარი ღიაა. საბჭოთა კავშირის დროს, არ შედიოდა სხვა ქვეყნებიდან და ამიტომ იყიდებოდა ქართული მანდარინი. კარი რომ გაგიხსნა, ეს ერთია, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გქონდეს იმ კარში შესატანი? - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

 

 

 

სრული ინტერვიუ: პაატა შეშელიძე: ბატონი მინისტრი, ერთს ფიქრობს, მაგრამ მეორეს აკეთებს

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016