reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე
ავტორი:
02 ივნისი, 2014. 20:57



მოგესალმებით,

 

ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ვიზიტით  ბერლინში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ფედერალურ კანცლერს - ანგელა მერკელს მოწვევისათვის.ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და კიდევ ერთხელ ძალიან ნათელი, მკაფიო მესიჯია. დიდიმადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის.

 

 

დღევანდელივიზიტი, მართლაც, ძალიან დიდი მნიშვნელობას იძენს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისკონტექსტში. ჩვენს ქვეყნებს მეგობრობისა და თანამშრომლობის ხანგრძლივი ტრადიცია აკავშირებთ.ეს ურთიერთობები როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტებისფარგლებში, სულ უფრო მეტ ინტენსიურობას შეიძენს. ამ სფეროებიდან ჩვენ გამოვყოფდით ეკონომიკას,ვაჭრობას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას. და როგორც უკვე -ნმა კანცლერმა აღნიშნა,ჩვენ უნდა გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები და თანამშრომლობის ეს სფეროები კიდევ უნდა დავხვეწოთ.

მემოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მქონდა შესაძლებლობა განგვეხილა ჩვენი ქვეყნებისთვისძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

 

 

განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსტერიტორიული მთლიანობისადმი

 

 

ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან ურთიერთობებზე.როგორც იცით, ჩვენ 27 ივნისს ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ყველა თავისი კომპონენტით,რითაც თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავდივართ ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

დამე, დარწმუნებული ვარ, რომ ასოცირების შეთანხმება კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს დავუბრუნდეთერთიან ევროპულ ოჯახს და გავხდეთ მისი სრულფასოვანი წევრი.

ჩვენძალიან ვაფასებთ, რომ დღევანდელ ჩვენს შეხვედრაზე მივიღეთ - მერკელის მხარდაჭერაასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.

 

 

ასევე მივიღეთ მხარდაჭერა, რომ გაღრმავდება ეკონომიკური,სავაჭრო ურთიერთობები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, და ძალიანმნიშვნელოვანი გზავნილია დანარჩენი ევროპული ქვეყნებისთვის, რომ საქართვლოში ბიზნესგარემოდღითიდღე უმჯობესდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვაფასებთ თქვენს შეფასებას. ჩვენასევე გავაცანით ჩვენს გერმანელ კოლეგას ჩვენი მთავრობის მიერ უკვე განხორციელებულიდა დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც აქტუალურია ევროპული ინტეგრაციისკონტექსტში, მიმართული არისდემოკრატიის,კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობისგაძლიერებისკენ, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისდაცვის კუთხით,ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურიკეთილდღეობის კუთხით. და გვჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრომეტად გავაღრმავებთ ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს.

 

 

შეხვედრაზე - კანცლერს მივაწოდეთ ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების დროს,2 წლის წინ, მას შემდეგ რაც საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ, ძალიან ბევრი ნაბიჯიგადავდგით, კონსტრუქციული ნაბიჯი, რამაც რეალური შედეგი გამოიღო და ამ კონსტრუქციულმაპოლიტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს კონსტრუქციული, პროგნოზირებადი, სტაბილურიმთავრობა, რომელსაც სურს ურთიერთობის ნორმალიზება მის მეზობელ სახელმწიფოებთან და განსაკუთრებით- რუსეთთან.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა არის აბსოლუტურადმოტივირებული, თანამიმდევრული და პროგნოზირებადი. და ჩვენ ვეკიდებით პასუხისმგებლობითჩვენს ვალდებულებებს.   

 

 

ძალიანდიდი  მადლობა კიდევ ერთხელ - მერკელს დღევანდელიშეხვედრისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში.დიდი მადლობა.

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016