reportiori.ge - გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს 200 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:06
სამართალი
გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს 200 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ
ავტორი:
26 აგვისტო, 2013. 14:41

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, გია ნაცვლიშვილსა და შპს "არტესის" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ის დამფუძნებელს, ზაზა კაპანაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ 200-200 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ნაცვლიშვილმა და კაპანაძემ აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.ბრალდების მხარე კი გია ნაცვლიშვილისა და ზაზა კაპანაძისათვის 300 ათას ლარის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლო პროცესზე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან პირადი თავდებობის შესახებ განცხადება წარადგინა. განცხადებას ხელს  15 პირი აწერდა და მათი ნაწილი სხდომათა დარბაზშიც იმყოფებოდა. განცხადებას  ხელი მოაწერეს მწერალმა დავით ტურაშვილმა, რეჟისორმა დათო დოიაშვილმა, კომპოზიტორმა მაცაცო სებისკვერაძემ, ნიკა რაჭველმა და სხვა პირებმა. ისინი გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს თავდებში უდგებიან, რომ გამოძიებას არ დაემალებიან.შეგახსენებთ, რომ გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს 4 მილიონზე მეტი თანხის უკანონო მითვისებაში ედებათ ბრალი. შემდეგი პროცესი 16 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016