ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ბრძანებით, გალისა და ტყვარჩელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ინფორმაციას სააგენტო "აპსნიპრესი" ავრცელებს.
ტყვარჩელის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის, თემურ გოგუას დროებით მოვალეობის შემსრულებელად მისივე მოადგილე ზურაბ არგუნია დაინიშნა. რაც შეეხეხება გალის რაიონის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესლან არშბას, მის მოვალეობას ვახტანგ მაანი შეასრულებს.
გარდა ამისა, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტს წარუდგინა ინიციატივა დე-ფაქტო გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ აღნიშნული თანამდებობის პირების გათავისუფლება იყო ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებზე "აფხაზური პასპორტების" უკანონოდ გაცემის მიზეზით.