შემოდგომაზე პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონი იწყება. ჟიურის და მონაწილეთა ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ახმაურებენ. პროექტის მთავრი პროდიუსერი კვლავ ნოე სულაბერიძეა.
ორგანიზატორების თქმით, წელს სიახლე ისაა, რომ პროექტს მეცამეტე წყვილი დაემატა, რომელიც ინტერნეტკონკურსის წესით შეირჩევა. პრინციპი ასეთია: 16 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანი, რომლის პარამეტრები (წონა, სიმაღლე) განსაზღვრული არაა, შედის „ცეკვავენ ვარსკვლავების" ინტერნეტგვრდზე, ირჩევს მუსიკას, რომელზეც ცეკვავს და ვიდეოს საიტზე ტვირთავს. ჩანაწერს პროდიუსერები და ქორეოგრაფები ნახულობენ.
ვიდეო იმის მიხედვითაც ფასდება, თუ რამდენი ადამიანი ნახავს მას და მხარს დაუჭერს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ადამიანები ამ პროცეში აქტიურად არიან ჩართულები, მაგრამ მსურველებს მაინც მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან დრო იწურება.
აღსანიშნავია, რომ მსაგავსი წესით კონკურსანტების შერჩევა მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ეს პროექტი მიმდინარეობს, ჯერ არსად ყოფილა - საქართველოში პირველად ხდება, რაც BBC-ის წარმომადგენლებს ძალიან მოეწონათ.