გერმანიაში მცხოვრებმა 28 წლის ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა ვასილ ბერელამ (ბერელაშვილი) „რეპორტიორთან" ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ისაუბრა.
„ იყო პერიოდი, როდესაც მიმაჩნდა რომ მხატვრობაზე ვიქორწინე. თითქოს ჩემ თავში მოვიცავდი ერთ სრულყოფილ ადამიანს. რა თქმა უნდა, ქალი მუდამ იყო შთაგონების წყარო, მაგრამ ჩემი ნამდვილი მუზა ორი წლის წინ აღმოვაჩინე და ის გახდა ჩემი ნამუშევრების მთავარი პერსონაჟი.
სამწუხაროდ, ჩვენ მომვავალს და ბედ-იღბალს მხოლოდ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. აქედან გამომდინარე არ ვიცი, როდის რას ვიზამ, როდის დავბრუნდები საქართველოში, როდის გავაკეთებ ჩემს ქვეყანაში გამოფენას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდა. ერთს ვიტყვი აუცილებლად დავბრუნდები და აღარასდროს ვიცხოვრებ სხვაგან."- განაცხადა ვასილ ბერელამ „რეპორტიორთან" ინტერვიუში.