ჟურნალ „რეიტინგის" ინფორმაციით, მომღერალი თიკა ჯამბურია შეყვარებულია. როგორც გამოცემა წერს, თიკას რჩეული ზუკა ყალიჩავაა. მომღერალს მათი ერთობლივი ფოტო „facebook"-ის პროფილის ფოტოდ აქვს დაყენებული.
„როგორც ამბობენ, წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს. ისიც გავიგეთ, რომ ზუკა ადრე „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. თუმცა ახლა არ მუშაობს. ამბის გადამოწმება თავად თიკა ჯამბურიასთან ვცადეთ. მომღერალმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, თუმცა სიყვარულის ისტორია არც დაადასტურა და არც უარყო", -წერს გამოცემა.
„ჩემზე ძალიან ხშირად წერენ ჭორებს.საერთოდ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს და ყველა გაიგებს ვინ მიყვარს. ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული, ეს არაფერს ნიშნავს", - აცხადებს ჯამბურია