ეს შოკისმომგვრელი ისტორია გასული წლის მარტში მოხდა. 15 წლის ძაღლის, ფლაის მფლობელი, 33 წლის დევიდ ლოუ, არ აჭმევდა ძაღლს და ვერ ან არ აქცევდა ყურადღებას. შედეგად, ძაღლი მიიყვანა სიკვდილის პირას. როდესაც ცხოველთა დაცვის სააგენტომ იპოვა ფლაი, ის მოსიარულე ჩონჩხს ჰგავდა. ამჟამად ფლაის წონა 8 კილოგრამია, მაგრამ პოვნის დროს ის მხოლოდ 1 კგ გახლდათ, რაც კატასტროფულად დაბალია ნებისმიერი ძაღლისთვის. ძაღლის პატრონი, 33 წლის დევიდ ლოუ სასამართლოში გამოიძახეს ცხოველისადმი უხეში და დაუდევარი მოპყრობისთვის. ის დამნაშავედ ცნეს 5 პუნქტში და პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ადვოკატმა მოლაპარაკებებით მიაღწია ციხიდან გამოეშვათ და სანაცვლოდ გადაეხადა თანხა.
დევიდს ასევე დაეკისრა 4 წლის განმავლობაში ძაღლის კვების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა დამსწრე საზოგადოება და დამნაშავე იძულებული გახდა სასამართლოს დამთავრებისთანავე გაქცეულიყო. ვეტერინარმა ანგუს მაკკენზიმ განაცხადა, რომ ფლაი იყო ყველაზე გასაცოდავებული ძაღლი, რომელიც კი თავის 30 წლიანი კარიერის განმავლობაში შეხვედრია.
წყარო: dainteresdit.ge