reportiori.ge - თინა ხიდაშელი: პრემიერ-მინისტრს ვერ უბედავ, გეშინია და „რესპუბლიკურ პარტიაზე“ ლაპარაკობ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:52
ინტერვიუ
თინა ხიდაშელი: პრემიერ-მინისტრს ვერ უბედავ, გეშინია და „რესპუბლიკურ პარტიაზე“ ლაპარაკობ!
03 ივნისი, 2014. 16:37


ბიზნესმენ ლევან ვასაძისა  და „რესპუბლიკელ" თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებული ხმაურიანი კონტრგანცხადებები  ისევ აქტუალურია.  თინა ხიდაშელი,  ვასაძეს,  უფასო გაკეთილებს სთავაზობს, ვასაძე კი ხიდაშელს შეახსენებს, რომ  იმ მთავრობის წარმომადგენელია, რომელიც   არა ხალხის  არჩეული,  არამედ  ერთი კაცის მიერაა დანიშნული.

 

აღნიშნულ საკითხზე  „რეპორტიორი"  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, თინა ხიდაშელს ესაუბრა.

 

 


- ლევან ვასაძეს,  ჩემთვის არ მოუმართავს, მან უფრო მაღალ ეშელონებზე ისაუბრა. 

არც ერთი სიტყვა, რაც მან  გადაცემაში  ჩემზე  თქვა,  სიმართლე  არ არის!


ქალბატონო თინა, კონკრეტულად რა არ არის სიმართლე?


-კაცი ამბობს, რომ  საქართველოში ადამიანის უფლებები არასოდეს არ დარღვეულა.  ვასაძეს უნდა შევახსენო ციხის კადრები,  ეტყობა არ აქვს ნანახი. როგორც ჩანს,  ისე იყო კრემლთან მეგობრობით გართული, რომ  საქართველოში რაც საზიზღრობები და საშინელებები ხდებოდა  წლების განმავლობაში, მისი ყურადღების  მიღმა დარჩა. საბედნიეროდ მე და ლევან ვასაძე განსხვავებული ადამიანები ვართ.


-ლევან ვასაძემ, გადაცემა -„რეაქციაში" განაცხადა -  ხელისუფლების წარმომადგენლებს  ავიწყდებათ, რომ ისინი არა ხალხის არჩეულები, არამედ, ერთი კაცის დანიშნულები არიანო... რას უპასუხებდით მას?

 

-მე,  მას მხოლოდ მივულოცავ, ასეთი „მაღალი აზრი" რომ აქვს იმ ქვეყნის მოსახლეობაზე,  რომლის ინტერესის წარმოდგენის  პრეტენზიაც გააჩნია.  შემიძლია, ამ ადამიანს მხოლოდ ვუთანაგრძნო.


-ვასაძის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის იდეოლოგები „ნაციონალური მოძრაობა"  და „რესპუბლიკური პარტია"იყვნენ,  „ორივე სოროსთან მუშაობდა და ფულს იღებდნენ,"- განაცხადა ვასაძემ...


-ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში, მთავრობამ შემოიტანა, რასაც საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი.  ამიტომ,  ვინც არ უნდა ისაუბროს ამ საკითხზე, მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს - ყველაფერი  ტყუილი იქნება.  არასდროს არ დამიმალავს და არც დავმალავ, რომ მხარს ვუჭერ ამ  კანონს, მაგრამ ამ კანონის ავტორი,   საქართველოს მთავრობაა.   ასეა, როცა ვერ უბედავ პრემიერ-მინისტრს,  ვიღაცას ხომ უნდა დასდო ბრალი?  პრემიერ-მინისტრს ვერ უბედავ, იმიტომ რომ  გეშინია და ლაპარაკობ „რესპუბლიკურ  პარტიაზე!"


-ვასაძეს ეშინია პრემიერ-მინისტრის?


-მარტო მასზე არ ვამბობ,  ის იმ ადამიანთა სიაშია, რომლებიც  „განტევების ვაცს" ეძებენ, რათა გააკრიტიკონ, შეეკამათონ,  გალანძღონ... ასე იყო  მიშას დროს, ბიძინას დროს, ასე ხდება დღესაც და  ალბათ,  არასდროს არ დამთავრდება.


-სამთავრობო კულუარებში საუბრობენ, რომ „რესპუბლიკელებსა" და „ქართულ ოცნებას" შორის დაძაბულობაა...


- სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა,  „ქართული ოცნება" ძალიან მყარი ორგანიზაციაა, სადაც  ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით მიიღება. არ არსებობს თემა, რომელზეც  ჩვენ პრინციპული გაუგებრობა გვქონოდა, განსაკუთრებით „რესპუბლიკელებს" და პარტია „ქართულ ოცნებას".


გასული წლის ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის და ახალი კონსტიტუციური პროექტის შემუშავების მიზნით, პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიია შექმნა. პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, კახა კუკავა,  აღნიშნულ კომისიას უნდობლობას უცხადებს, ერთ-ერთ მიზეზად კონსტიტუციონალისტ, ავთანდილ დემეტრაშვილის კომისიის მუშაობაში  მონაწილეობას ასახელებს.  „მას რომ კარგი კონსტიტუციის დაწერა შეძლებოდა, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს დაწერდა.  ახლაც რომ დემეტრაშვილი წერს საქართველოს კონსტიტუციას - უკვე  ყველაფერი გასაგებია! ვერ მოესწრება  ამ საკონსტიტუციო რეფორმის დასრულებას ეს ხელისუფლება.  შემდეგ მთვრობას  მოუწევს  მისი დამთავრება."- აცხადებს კუკავა...


-ამ ცვლილებებს აუცილებლად ეს მთავრობა განახორციელებს! ქვეყანას სჭირდება კონსტიტუცია, რომელიც ისეთ გაუგებრობებს აგვაცილებს, როგორიც ბოლო პერიოდში  ასოცირების ხელშეკრულების ხელისმოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა.


დიახ! ავთანდილ დემეტრაშვილი ამ კომისიის წევრია და ის იმიტომ არის კომისიაში, რომ  წინა კომისიების მუშაობაში იღებდა მონაწილეობას და იმ ისტორიის მატარებელია,  რაც  საქართველოს კონსტიტუციას  უკავშირდება 1993 - წლიდან მოყოლებული.  ამ ისტორიის მატარებელი ადსამიანის კომისიაში მუშაობა - მნიშვნელოვანია!  ავთანდილ დემეტრაშვილი, ჩემი პედაგოგი იყო, (ისევე როგორც  ნინო ბურჯანაძე), ის ერთ-ერთი საუკეთესო  იყო ყველა იმ მასწავლებელს შორის, ვინც მე მასწავლიდა.


-ქალბატონო თინა, მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტრო პერიოდულად გვაწვდის  სტატისტიკას საქართველოში კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით,  სადაც კრიმინალის კლებაზეა  საუბარი,  დღეს ბევრად უფრო ხშირად გვესმის საუბარი კრიმინალის მატების თაობაზე...


- უფრო ხშირად გვესმის - ეს მართალია!  მედია ბევრად უფრო თავისუფალია, არავინ არ უკრძალავს  ჟურნალისტებს   ამ თემების გაშუქებას  და ამიტომ.  დღეს თუ ეს ამბები შუქდება, არ ნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები, ადრე არ ხდებოდა. ადრე ამას დაზარალებული ოჯახი იგებდა, ახლა კი - მთელი საქართველო იგებს.  დილა რომ  კრიმინალის გაშუქებით იწყება, კრიმინალით სრულდება და შუაშიც ეს არის  საინფორმაციო გამოშვებებში, იქმნება განწყობა, რომ   კრიმინალი გაიზარდა.  ბევრ შემთხვევაში ეს მიზანმიმართულად კეთდება, მაგრამ არის ფაქტები, როცა ეს არ არის მიზანმიმართული.


-ექსპერტ კახი კახიშვილის განცხადებით,  დღეს,  მკაცრად კონტროლდება ბიზნესი,  რომ მათ არ გაუჩნდეთ რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დაფინანსების სურვილი...


- კახიმ  ჩემზე უკეთ იცის, რომ   ქვეყანაში  არსებობენ  ადამიანები,  რომლებიც სულ ხელისუფლების მხარეს არიან, არამარტო ბიზნესმენები, ამომრჩეველიც, ჟურნალისტებიც,  არასამთავრობო ორგანიზაციებიც...  მათ, ერთი ლოზუნგი აერთიანებთ - ვინც მოვიდა - გაუმარჯოს!  ზოგს,  ამისთვის  კარგი მიზეზი აქვს - ხელისუფელბის გაძლიერება, ზოგს კი ჰგონია, რომ თუ ხელისუფელბასთან „კარგად იქნება", მისი ცხოვრებაც უკეთესი იქნება. ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე  ახლა, ამ ბიზნესმენებთან მიმართებაშიც.



P.S.   ვერ ვიტყვით დარწმუნებით, რასთან გვაქვს საქმე ამჟამად, რადგან „ქართული ოცნების" 2013 წლის შემოწირულობების  სია   გვაფიქრებს...  -  ნუთუ ამდენი ადამიანის ლოზუნგი გახდა  ბოლო  ორ წელიწადში - „ვინც მოვიდა  - გაუმარჯოს?!"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016