reportiori.ge - სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრების განცხადებით ციხეში არანაირი მაყურებლები არ არსებობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:51
სამართალი
სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრების განცხადებით ციხეში არანაირი მაყურებლები არ არსებობენ
ავტორი:
26 აგვისტო, 2013. 17:21

სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაში მყოფი  პატიმრების განცხადებით, ციხეში არანაირი მაყურებლები არ არსებობენ და არ ხდება მათი დაჩაგვრა სხვა პატიმრების მიერ. ამის შესახებ პატიმრების მიერ, უჩა ნანუაშვილისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„ბატონო უჩა, მოგმართავთ ღია წერილით გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები, ვინაიდან ამ დღეებში ტელევიზიით მოვისმინეთ პარლამენტის წევრის, ბატონი აკაკი მინაშვილის განცხადებები, თითქოსდა ციხეებში არის გაუსაძლისი მდგომარეობა და პატიმრებზე ზეწოლა და ასევე ეგრედწოდებული „ოფშიაკების" აგროვება, და ასევე რიგი პატიმრების დაჩაგვრა.
ჩვენს სახალხოდ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში არანაირი ციხის მაყურებელი არ არსებობს, მითუმეტეს პატიმრების დაჩაგვრა სხვა რომელიმე პატიმრებისგან, ასევე „ობშიაკის" შეგროვებაზეც ზედმეტია ლაპარაკი. ასევე სასადილოს და სამრეცხაოების „მაყურებლებზე", ეს ყველაფერი არის სრული აფსურდი.
ბატონო უჩა, ჩვენ პატიმრები მოგმართავთ თხოვნით ჩვენი ღია წერილი გადაუგზავნოთ ყველა ბეჭვდით მედია საშუალებებს და ტელევიზიებს.
ბატონო უჩა, ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ როგორც სახალხო დამცველი ვალდებული ბრძანდებით რომ ჩვენი უფლებები დაიცვათ და ასევე ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოთ, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი იმ საბოტაჟს, რომელსაც ავრცელებენ რიგი ადამიანები და ჩვენი თითოეული პატიმრების მშობლებს და ახლობლებს გულს უხეთქავენ და ანერვიულებენ ცრუ ინფორმაციებით.
ბატონო უჩა, აქვე გვინდა დავამატოთ, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში არ ირღვევა ჩვენი, როგორც პატიმრების უფლებები, არ არის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, და სუფევს სრული სიმშვიდე, რაზედაც უღრმეს მადლობას ვუხდით გლდანის #8 დაწესებულების დირექტორს ბატონ ნოდარ ქინქლაძეს და მის ყველა მოადგილეებს.
ბატონო უჩ, ჩვენ ამ წერილს ვაგზავნით ორ ეგზემპლარად, ერთს ვაგზავნით ციხიდან და მეორეს ჩვენი ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის ხელით. ვინაიდან დროულად მოვიდეს თქვენამდე, ბატონო უჩა.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით სახალხო დამცველს და საქართველოში ყველა ბეჭვდით მედიას და ტელევიზიებს ვისაც პატიმრების ბედი აღელვებს, რომ ჩვენი ღია წერილი იყოს დაბეჭდილი და ტელევიზიებით გადაცემული. იმედია, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ, რაზედაც წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.
გლდანის #8 დაწესებულების სამეურნეო ნაწილის პატიმრები და ვადასტურებთ ჩვენი ხელის მოწერით",
- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 82 პატიმარი აწერს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016