reportiori.ge - გივი სიხარულიძე: ჩემს გვერდით მდგომი შავკანიანი ახალგაზრდა ჩემი შვილია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:10
ყვითელი
გივი სიხარულიძე: ჩემს გვერდით მდგომი შავკანიანი ახალგაზრდა ჩემი შვილია!
04 ივნისი, 2014. 16:27



ტელეკომპანია „GDS“-ის დილის ეთერში დღეს კულინარიულ ბლოკში მსახიობი გივი სიხარულიძე ჰყავდათ სტუმრად. მოულოდნელად, თბილისის კოლორიტმა გამოაცხადა, რომ მის გვერდით მდგომი შავკანიანი ახალგაზრდა მისი ახლად გამოჩენილი შვილია, რომელიც კუბიდან ესტუმრა.

 

„რეიტინგი“ მსახიობს გადაცემის შემდეგ დაუკავშირდა. როგორც მსახიობმა განაცხადა, არ უხუმრია და ერთი შვილი კიდევ ჰყავს.

 

1961 წელს კუბაზე ვიყავი და დედამისი გავიცანი. ამ ბიჭს ბებია რომ გარდაეცვალა, სიკვდილის წინ უთხრა, რომ ქართველი მამა ჰყავდა - გივი სიხარულიძე და მან მომძებნა. ორი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში. ორი დღეა, რაც ვიცი მისი არსებობის შესახებ. ბებია ხუთი წლის წინ გარდაიცვალა და ჩემმა შვილმა მხოლოდ ახლა მოახერხა ჩამოსვლა. ნამდვილად ჩემი შვილია. ტანი და აღნაგობა ჩემი აქვს.

 

 

ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე. ორ დღეში მიწა უნდა გადავუფორმო. მცხეთის რაიონში ძალიან კარგი მიწა მქონდა და გადავუფორმებ. ყველაფერს გავუკეთებ, რომ კუბაზე კარგად იყოს. ჩემ შვილებსაც ძალიან გაუხარდათ. ძმას უკვე საჩუქრები გაუკეთეს. კუბაზე ჭირს ცხოვრება და ძალიან გახარებულია, სიხარულით ცაში დაფრინავს, ასე რომ დავხვდით“, - აცხადებს მსახიობი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016