მომღერალი ნინი შერმადინი თითქმის ერთი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, სადაც პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს. მომღერალი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრობს:
ნინი შერმადინი : „აღმოვაჩინე ის, რომ თურმე ემოციების გაკონტროლება მისწავლია, რასაც ვერასდროს ვახერხებდი. ყოველთვის იმას ვამბობდი და ვაკეთებდი, რასაც ვგრძნობდი. ადვილად ფეთქებადი ხასიათი მაქვს, აქ კი ძალიან შევიცვალე. თითქოს გავცივდი. ნაკლებად ვენდობი ვინმეს. საკუთარი თავის და ღმერთის გარდა არავის მჯერა. სამწუხაროა, მაგრამ იმდენი ადამიანისგან ვიგრძენი ზურგში დანის ჩარტყმა, რომ ბუნებრივია, ოდესმე აქამდე მივიდოდი. უფრო დაკვირვებული და წინდახედული გავხდი. ვისწავლე მოთმინება და ლოდინი. ყველას ყოველთვის ყველაფერი გვეჩქარება. მეც ასე ვიყავი, მაგრამ აქ ძალიან მკაცრად დგები რეალობის წინაშე. ეს თუ ადეკვატურად არ მიიღე და ძლიერი არ იქნები, დაიჩაგრები. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები ნამდვილად სრულდება! ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის, შრომისმოყვარეობა, მიზანი, რწმენა, ნიჭი-ეს ყველაფერი თუ ერთად არის თავმოყრილი, მაშინ წარმატებაც მოვა.“
მომღერალი ამჟამად ალბომზე მუშაობს.