„ნანუკას შოუში“ „კომედი შოუს“ წევრი, ვასო ფხაკაძე სტუმრად მეუღლესთან, 21 წლის ლიკა მეტრეველთან ერთად მივიდა. წყვილმა სიყვარულის ისტორიის შესახებ ისაუბრა.
ვასო ფხაკაძე: „ ცოლი მყავს უკვე. მივლიან. ბეჭედს ჯერ ვერ შევეგუე. ჩემი ცოლი ლიკუნა მეტრეველია. სიმაღლით მეტრი და 83 სანტიმეტრი. წონა-56 კილოგრამი. ასაკი-21 წლის. ვიშვილე.
ლიკა მეტრეველი: ვასო საერთო მეგობრებისგან ორი წლის წინ გავიცანი. დაახლოებით ერთი წლის წინ ვასო ძალიან გააქტიურდა. მაგრამ ვასო როგორც ყვება, მე გავაქტიურდი (იცინის). ვასო ხან იკარგებოდა, ინტერესი რომ გამჩენოდა. მერე მითხრა, რომ ჯობს საქციელით დაგანახო ყველაფერიო, მერე კი მითხრა-მიყვარხარო. საერთო ინტერესები გვაქვს. უცბად გადავწყვიტეთ რომ რას დავუცადოთ, მოგვწონს ერთმანეთი და ასე შევქმენით ოჯახი.
ვასო ფხაკაძე: ძალიან შეყვარებული ვარ. „
ვასომ და ლიკამ ერთი თვის წინ შექმნეს ოჯახი. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 15 წელია. ლიკა მეტრეველი 2012 წელს ვიცე მის საქართველო გახდა.